ქობულეთში გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს

0
92
ქობულეთში გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს
პროექტის განხორციელების შედეგად ქობულეთში ჩამდინარე წყლები პერმანენტულად გაიწმინდება, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ქალაქის მიმდებარე წყალსატევებში გაუწმენდავი წყლის მოხვედრას

ქობულეთში საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა გრძელდება.  პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ჰოლანდიისა და აჭარის  მთავრობების  თანადაფინანსებით ხორციელდება  მისი ღირებულება 5 მილიონზე მეტია, 20-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულა და გამწმენდი ნაგებობის შენების სამუშაოების მალე დამთავრება დაანანონსა.

“საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტი გახლვათ ქობულეთში გამწმენდი ნაგებობის მშნებლობა. მშენებლობას ახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი. მშენებლობა დამთავრების ეტაპზეა. ჰოლანდიურმა ფონდმა 2 მილიონი ევროს ღირებულების აღჭურვილობა, რომელიც უკვე გზაშია და ჩვენ მას გამწმენდ ნაგებობაში დავამონტაჟებთ”- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

პროექტის განხორციელების შედეგად ქობულეთში ჩამდინარე წყლები პერმანენტულად გაიწმინდება, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ქალაქის მიმდებარე წყალსატევებში გაუწმენდავი წყლის მოხვედრას. ეს კი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ზღვისპირა კურორტ ქობულეთის სანაპირო ზოლის წყლის ხარისხს და ხელს შეუწყობს საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

14691919_1353503114690260_3822205289170385409_o

14712478_1353503068023598_5100082650562807134_o