“ერთადერთი პარტია, რომელსაც საქართველოს მემარცხენე გზით განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია ქართული ოცნებაა”

0
76
ლევან ლორთქიფანიძე თავის ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ის ქართულ ოცნებას ერთადერთ პარტიად მიიჩნევს, რომელსაც საქართველოს მემარცხენე გზით განვითარების უზრუნველყოფა შუძლია.

“ერთადერთი პარტია, რომელსაც საქართველოს მემარცხენე გზით განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია ქართული ოცნებაა. ქართული ოცნება არის ნამდვილი სოციალისტების პარტია, მეტსაც გეტყვით ისინი მგონი ევროკომუნისტები არიან.

საქართველოში სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიული სოციალიზმის დამყარება შეუძლიათ უკვე პარლამენტში აღმოჩენილ შემდეგ გენიალურ პოლიტიკოსებს:

კალაძე კახა – პროგრესს ბანკისა და მრავალპროფილიანი კორპორაციის “კალა კაპიტალის” მფლობელი, მულტიმილიონერი, ფეხბურთელი, ისტორიის მასწავლებელი.
კუჭავა კახა – 2015 წლიდან იყო “RMG გოლდის” (ოქროს მაღარო კაზრეთში) გენერალური დირექტორი (!), “კავკასიის მინერალის” მფლობელი და ხელმძღვანელი.
დასენი ისკო – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მფლობელი, აქვს ინტერესები სათამაშო ბიზნესშიც.
შალონი შაბთაი – შპს “ისნის სავაჭრო ცენტრის” მესაკუთრე, 2014 წელს იმდენი ფულიც კი ჰქონია, რომ “ქართუ ბანკის” წილს ყიდულობდა.
კოხრეიძე თეიმურაზი – საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობიმპორტიორი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი.
ბენაშვილი გია – ყაზტრანსგაზთბილისის ყოფილი მმართველი
ოქრიაშვილი კახა – ფარმაციის ბაზრის ერთ-ერთი მთავარი მეფე, წნევის წამლებში 500%-იანი მოგების გამკეთებელი კაცი.
ბოლქვაძე ანზორი – ხულოს ტყეების რისხვა.
ენუქიძე გოჩა – “ლუკოილის”, “ლიბერთი ბანკის” და კიდევ 25 კომპანიის მეწილე იყო 2012 წელს.
ენძელა მაჭავარიანი – ენძელა მაჭავარიანი
მეორე ტურში კიდევ დაემატებიან!

ღმერთო გეხვეწები, ცოტა მოსამზადებელი დრო მოგვეცი, დემოკრატიულ სოციალიზმს ასე სწრაფად ნუ დაგვატეხ თავს!

მიუხედავად ამისა, ენა მაინც არ მიბრუნდება ენმ-ს მიეცით ხმა-მეთქი” – წერს ლევან ლორთქიფანიძე.