,,აიფონის” სიძვირით საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა

0
94
ყველაზე იაფად აიფონ 7-ის (32 გიგაბაიტინი) შეძენა 2099 ლარად ,,ალტაოქეიშია” შესაძლებელი

საქართველოში აიფონი საკმაოდ პოპულარულია, ბოლო დროს ჩატარებული სოციალური კვლევის თანახმად, თბილისში მცხოვრებ ყოველი მეოთხე ადამიანი აიფონის მომხმარებელია, შესაბამისად მისი ფასიც მაღალია. გთავაზობთ იმ მაღაზიებში არსებულ ფასებს, სადაც ახლადგამოსული აიფონ 7-ის ყიდვა შეგიძლიათ.

Apple city – iPhone 7 32GB – 2330 ლარი.

Zoomer – iPhone 7 32GB – 2129 ლარი.

აიფონ+ – iPhone 7 32GB – 2329 ლარი.

ალტაოქეი – iPhone 7 32GB – 2099 ლარი.

აიტექნიკი – iPhone 7 32GB – 2329 ლარი.

როგორც ვხედავთ, ყველაზე იაფად აიფონ 7-ის (32 გიგაბაიტინი) შეძენა 2099 ლარად ,,ალტაოქეიშია” შესაძლებელი, ხოლო ყველაზე მაღალი ფასი  Apple city-შია, 2330 ლარი, რომელიც მხოლოდ 1 ლარით მეტია აიფონ+ და აიტექნიკაში არსებულ ფასზე.

მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ბრიტანულმა გამომცემლობა Telegraph-მა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ასახულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში iPhone 7-ის ღირებულება. კვლევის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით iPhone ყველაზე ძვირი უნგეთში ღირს, მისი ფასი 700,58 ფუნტი სტერლინგია, რაც ადგილობრივ ვალუტაში 165 ათასი უნგრული ფორინტია. მოწინავე ქვეყნების სიაში, ასევე შედიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი და ა.შ. აღნიშნული კვლევა იმ ქვეყნების მონაცემებზე დაფუძვნებული, სადაც Apple-ს ოფიციალური წარმომადგენლობა ყავს.

1

ბუნებრივია, აღნიშნულ კვლევაში ვერ მოხვდა საქართველო, ვინაიდან აქ Apple-ს ოფიციალური წარმომადგენლობა არ არის. თუმცა ,,ბანკები და ფინანსებმა” გადაწყვიტა აღნიშნულ კვლევაში მოხვედრილი ქვეყნებისთვის შეედარებინა საქართველო, ქვეყანაში არსებული ფასების მიხედვით. რის საფუძველზეც სახეზეა შედეგი, რომლის მიხედვითაც საქართველო არის ქვეყანა, სადაც  iPhone 7 ყველაზე მაღალ ფასში იყიდება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად პროდუქტის შეძენა “ალტაოქეიშია”  შესაძლებელი და იგი 2099 ლარი ღირს, რაც 726,4 ბრიტანული ფუნტის ექვივალენტურია.

Telegraph-ის კვლევაში არ არის იმ ქვეყნების მონაცემები, სადაც Apple-ს ოფიციალური წარმომადგენლობა არ ჰყავს, შესაბამისად არ არის გამორიცხული რომელიმე მსგავს ქვეყანაში უფრო მაღალი ფასები იყოს. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, საქართველოში iPhone 7 77 ლარით ძვირი ღირს, ვიდრე უნგრეთში, ქვეყანაში სადაც  Apple-ის სმარტფონი ოფიციალურად ყველაზე ძვირია.