ბათუმის ქუჩებში ანტიბაქტერიული ნაგავის ურნების განთავსება დაიწყო

0
35
ბათუმის ქუჩებში ანტიბაქტერიული ნაგავის ურნების განთავსება დაიწყო

ბათუმის მერიამ ბათუმის ქუჩებში ახალი ნაგავშემკრები კონტეინერების განთავსება დაიწყო.

მერიის ცნობით, 500 ერთეული 1100 ლ. ტევადობის პლასტმასის ურნა პირველ ეტაპზე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსდება და ძველ კონტეინერებს ჩაანაცვლებს, რომლებიც ქალაქის გარეუბნებში გადანაწილდება. ძველი კონტეინერების ჩანაცვლება დღეს ბარათაშვილის ქუჩიდან დაიწყო.

500 ერთეული გერმანული წარმოების ანტიბაქტერიული ურნის შესაძენად 300 ათასი ლარი დაიხარჯა. ამ დროისთვის ქალაქის ტერიტორიაზე ჯამში 2500 ცალი დიდი ზომის სანაგვე კონტეინერი, 400 მცირე ზომის, 800-მდე დეკორატიული ურნა და 70 მიწისქვეშა კონტეინერია განთავსებული.