იან კელი: არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში

0
25
იან კელი: არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეთანხმება იმ შეფასებას, რაც ჰქონდათ საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის, აშშ-ის საელჩოს და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის (GARB) ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”აშშ-ის საელჩო ეთანხმება საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ეუთოს და ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში, სადაც ფუნდამენტური ღირებულებები იქნა დაცული”, – განაცხადა იან კელიმ.

მისივე თქმით, უბნების ძალიან დიდ უმრავლესობაზე მოსახლეობას ჰქონდა საშუალება თავისი არჩევანი გამოეხატა თავისუფლად, თუმცა იყო რამოდენიმე უბანი, სადაც განხორციელდა ძალადობა და დაშინების მცდელობა.

”მათ შორის ეს იყო მარნეულშიც. ჩვენ მკაცრად ვგმობთ აღნიშნულ ფაქტებს. ასევე, მოვუწოდებთ მთავრობას, გამოიძიოს ძალიან დეტალურად და საგულდაგულოდ აღნიშნული ფაქტები. რაც შეეხება თავად ამ პროცესს, ეს იყო პირველი ნაწილი, წინ არის შემდგომი ტური და მათ ვისაც აქვს რაიმე გარკვეული პრობლემები, ჩვენ მოვუწოდებთ გადაჭრას ეს საკითხი წყნარად და მშვიდობიანი გზით, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში”, – განაცხადა ელჩმა.