Forbes: სტაბილური და მეგობრული საქართველო ჩინეთისთვის შავ ზღვაზე გასასვლელად იაფი კარიბჭეა

0
22
სტაბილური და მეგობრული საქართველო ჩინეთისთვის შავ ზღვაზე გასასვლელად იაფი კარიბჭეა

ამერიკული კომპანია საქართველოში „აბრეშუმის გზის“ პორტს აშენებს, – ამ სათაურით ვრცელ სტატიას Forbes აქვეყნებს. გამოცემა სწერს, რომ Conti International-ის დაინტერესების ძირითადი მიზეზი ჩინეთის ფაქტორია.

„როგორც ყველა სხვა ქვეყანა, საქართველოც ფიქრობს, რომ ეს იქნება მომავალი სილიკონის ველი. ამასთან საქართველოს სჯერა, რომ ევრაზიის მომავალი ჰაბი გახდება“, – წერს სტატიის ავტორი.

გამოცემა მკითხველს პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის და აღნიშნავს, რომ საქართველოს 2020 წლისთვის ლოგისტურ ჰაბად ქცევა აქვს დაგეგმილი. როგორც ავტორი აღნიშნავს, ჩინეთისთვის საქართველო იაფი კარიბჭეა შავ ზღვაზე გასასვლელად, რომელიც პოლიტიკურად შედარებით სტაბილური და მეგობრული ქვეყანაა.

გამოცემა აქცენტს იმ ფაქტზეც აკეთებს, რომ საქართველოს იმპორტის მთლიან მოცულობაში ჩინეთის წილი 8%-ია, რაც მეზობელი რუსეთის მონაცემებთან საკმაოდ ახლოს დგას.

Forbes წერს, რომ საქართველო 2020 წლამდე ახალი მაგისტრალების და საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის მშენებლობის დასრულებასაც გეგმავს, რაც ინვესტორებისთვის დამატებითი სტიმულია.

„საქართველოს შემდეგ ჩინეთი მეორე ქვეყანაა, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტით სარგებელს მიიღებს. ქართული პორტები კიდევ ერთი შესაძლებლობაა ჩინეთისთვის, რომ საკუთარი პროდუქცია ევროპაში შეიტანოს, რომელიც ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი და სტარტეგიული სავაჭრო პარტნიორია. საქართველო ჩინეთთან კონკურენციაში ვერ შევა, ამიტომ მისი სტრატეგია, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს პროექტით“, – ვკითხულობთ სტატიაში.

წყარო: businesscontract