Google-მა ფლაგმანური სმარტფონები გამოუშვა

0
65
Google-მა ფლაგმანური სმარტფონები გამოუშვა
Google-მა თავისი სმარტფონების ფლაგმანური მოდელები წარმოადგინა, რომელთაც Pixel-ი და Pixel XL-ი დაარქვა. ახალი „გუგლფონების“ ძირითად ფუნქციებს შორისაა: პერსონალური ასისტენტი და „ვირტუალური რეალობის“ ფორმატთან შეთავსების უნარი. ტელეფონის მინიმალური ფასი $650-ია.
სმარტფონის კონცეფცია დაფუძნებულია „პერსონალური ასისტენტის“ ვერსიის გაუმჯობესებაზე. ეს ფუნქცია კარგადაა ცნობილი iPhone-ის მომხმარებლებისთვის (იქ ამ როლს პროგრამა Siri ასრულებს) და Android-ის ბაზაზე მომუშავე ტელეფონების მფლობელებისთვის, სადაც დამხმარე ხმოვანი ბრძანებით, „Ok, Google“, ირთვება. ახალ ტელეფონში, დამხმარეს შესაძლებლობა ექნება უფრო რთულად ფორმულირებულ კითხვებს უპასუხოს, საუბრის კონტექსტს დაეყრდნოს, ანუ ფაქტიურად დიალოგში შევიდეს.
Google-ში იმედოვნებენ, რომ ასეთი ასისტენტი, მის მომხმარებლებს აიძულებს ხმოვან ურთიერთობაზე გადავიდნენ ტელეფონთან. Pixel-ი პროცესორ Snapdragon 821-ზე მუშაობს და 12 და 8-მეგაპიქსელიანი კამერებით არის აღჭურვილი, ასევე აქვს პორტი USB Type-C და ასევე უკანა პანელზე აქვს თითის ანაბეჭდების სკანერი.
წყარო: აგორა