“გულწრფელად მაქვს განწყობა, მომავალი 4 წელი შთამბეჭდავი იქნება”

0
72
ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილის ფიქრობს, რომ მომავალი 4 წელი შთამბეჭდავი და აღმშენებლობითი იქნება.

ივანიშვილი ირწმუნება, რომ მისი განცხადება მომავალ 4 წელთან დაკავშირებით, წინასაარჩევნო დაპირება არ არის.

„საზოგადოებამ ბევრი ისწავლა 4 წლის განმავლობაში. შემდეგი 4 წლის განმავლობაში დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ მოახრეხებს ამ თავის ხელწერის გავრცელებას. თვითონ აღმშენებლობის პროცესი იქნება ძალიან შთამბეჭდავი. მე პირადად, გულწრფელად ეს განწყობა მაქვს, არ იფიქროს არავინ, რომ საარჩევნოდ ვამზადებ, შემიძლია, შვილები დავიფიცო, ეს განწყობა მაქვს.

ამისთვის ვიბრძვით და ამისთვის ვიღწვით.

აღმშენებლობა მიყვარს საოცრად და მეც მინდა ამ პროცესში მონაწილე ვიყო. ჩვენ ვიქნებით მონაწილეები იმისა, რომ როგორც იქნება, აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია, აწმყოშივე ვიგრძნოთ ჩვენ ჩვენს ქვეყანაში ბედნიერება“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.