დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში შედის

0
79
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში შედის

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი ჰესი „დარიალიჰესი” ექსპლუატაციაში შედის.

კომპანია „ფერის” აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც ჰესი ააშენა რადიო „კომერსანტთან” აცხადებს, რომ ჰესის ექსპლუატაციაში გაშვება ოქტომბრის დასაწყისიდან დაიწყება თუმცა პროცესი გარკვეულ პროცედურებთანაა დაკავაშირებული და თითოეულმა აგრეგატმა, რომელსგანაც ჰესი შედგება უნდა გაიროს საგამოცდო რეჟიმი.

dariali4

„თითოეული აგრეგატი საგამოცდო რეჟიმში ჩაირთვება, თავიდან 10% -ით დატვირთვით, თანდათან მოიმატებს დატვირთვა და ამას დრო სჭირდება თუმცა ოქტომბრის განმავლობაში ეს პროცესი დასრულდება” ამბობს იორდანაშვილი.

dariali6

მისივე თქმით, გამომუშავებული ენერგია საგამოცდო რეჟიმის დროსაც უკვე გაეშვება საქართველოს ელექტროსისტემაში. ჰესის სიმძლავრე 110 მეგავატია და „დარიალიჰესის” ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე გათვლილი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 130 მილიონი დოლარია.

dariali

კომპანია „ფერი” 1991 წელსაა დაფუძნებული. კომპანიის საქმიანობა ფოკუსირებულია ენერგეტიკული პროექტებზე. მომავალ წელს „ ფერი „ უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის „ონის კასკადის” მშენებლობას დაიწყებს, რომლის სიმძლავრე 180 მეგავატი საინვესტიციო ღირებულება კი 330 მილიონი დოლარია.

darialiii

წყარო: კმერსანტი | ავტორი: სალომე სოსელია