ბაზარზე პირველი ქართული ვისკი JIMSHER გამოჩნდება

0
29
ბაზარზე პირველი ქართული ვისკი JIMSHER გამოჩნდება

ბაზარზე პირველი ქართული ვისკი JIMSHER გამოვა. ქართული ვისკი JIMSHER-ის პრეზენტაცია 3 ოქტომბერს, 20:00 საათზე რესტორან “ლოლიტაში” გაიმართება.

ახალი ქართული პროდუქტის შექმნა ჯიმი ჩხაიძეს ეკუთვნის. ვისკი JIMSHER არის ტრადიციული ვისკის ტექნოლოგიით და ქართული მარცვლეულისგან დამზადებული სასმელი. პრეზენტაციაზე სამ სახეობის ვისკი იქნება წარმოდგენილი: ვისკი – ტრადიციული საფერავის ნამყოფი კასრში; ვისკი – წინანდლის კასრში დავარგებული ნახადი და ქართული ბრენდის კასრში ნამყოფი ვისკი.

“საუკეთესო შოტლანდიური ტრადიციების მიხედვით დამზადებული ვისკის განმეორებითი დავარგება – ხდება წინანდლის, საფერავისა და ქართული ბრენდის მუხის კასრებში, რომლებშიც მანამდე, სწორედ აღნიშნული სახეობის სასმელების დავარგება ხდებოდა. შედეგად ვივიღეთ 3 სახეობის ვისკს, რომლებიც ვისკის შესახებ სრულიად ახალ ისტორიას – ქართული აქცენტებით გვიყვება და ეს აქცენტები იმდენად უნიკალურია, რომ ვფიქრობ სრულიად ჩრდილავს მის ფუნდამენტს და წინა პლანზე გადმოდის.”-აცხადებს ჯიმშერ ჩხაიძე. სასმელის ბოთლისა და ეტიკეტის დიზაინი ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ შექმნა. ვისკი საქართველოს გარდა საექსპორტო ბაზარზეც გავა, რაც საშუალებას იძლევა მსოფლიოსთვის ქართული კულტურის გაზიარებას.