გორთან ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა

0
83
გორთან ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა

საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ქართლის ელექტროსადგურის ჯამური სიმძლავრე 20.7 მეგავატია, ის 6 ერთეული 3.45-მეგავატიანი ტურბინისგან შედგება (ტურბინის მოდელი: V117-91.5HH). ენერგოპლატფორმის ცნობით, ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში სადგური ტესტირებას გაივლის, რის შემდეგაც ის ექსპლოატაციაში გაეშვება.

პროექტს $24-მილიონიანი შეღავათიანი კრედიტით EBRD აფინანსებს. ქარის ელექტროსადგური შპს “ქართლის ქარის ელექტროსადგურს” ეკუთვნის, კომპანიის დამფუძნებელი სახელმწიფოა.

რა ეღირება ქარის ელექტროსადგურის მიერ გამოშვებული ენერგია

ქარის ელექტროსადგურის მიერ გამოშვებულ ენერგიას სახელმწიფო ელექტროსისტემა წინასწარ განსაზღვრული ტარიფით შეიძენს. ქართლის ქარის ელექტროსადგურს, სახელმწიფო ელექტროსისტემას, საქართველოს მთავრობასა და ელექტროენერგიის კომერციულ ოპერატორს (ესკოს) შორის გაფორმებული მემორანდუმით ესკო იღებს ვალდებულებას, 10 წლის განმავლობაში შეისყიდოს სადგურის მიერ გამომუშავებული 100% ელექტროენერგია $6,89 ცენტად. რაც დაახლოებით იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულების ტოლფასია.