ბიძინა ივანიშვილი მთაში საპენსიო ასაკის დაწევის ინიციატივით გამოდის

0
37
ბიძინა ივანიშვილი მთაში საპენსიო ასაკის დაწევის ინიციატივით გამოდის

თუ გვინდა მთას დავუბრუნოთ ხალხი, ბაღები და სკოლები უნდა იყოს უნიკალური – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან, ერთ-ერთი სტუდენტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, რაჭიდან მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი საგანმანათლებლო სივრცეების ნაკლებობაა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და გააგრძელებს მუშაობას.

„ბაღები და სკოლები უნდა იყოს უნიკალური, თუ გინდათ მთას დავურბუნოთ ხალხი. ამისთვის წინმსწრებად ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რომ მთაში იცხოვრებოდეს არანაკლებად, თუ გინდათ უკეთესადაც, ვიდრე ქალაქებში. ხელმისაწვდომი უნდა იყოს საბავშვო ბაღები, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის. მთავრობამ ეს იცის, გაცნობიერებული აქვს და აკეთებს, რაც შეუძლია. ასევე, უნდა იყოს სკოლებშიც, მთაში სკოლადამთავრებულს ისევე უნდა ჰქონდეს საშუალება,თავისუფლად მოეწყოს უმაღლეს სასწავლებელში, ცოდნის დონე ისევე უნდა მიიღოს, როგორც – ქალაქში”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, თუ მთის ინფრასქტურქუტრა მოეწყობა და მთაში უკეთესი საცხოვრებელი პირობები შეიქმნება, ხალხი მთას დაუბრუნდება. ივანიშვილი ამბობს, რომ მთის კანონსაც სჭირდება დახვეწა და გაღრმავება.

“მრავალჯერ მითქვამს, რომ უნდა ვისწავლოთ ბიუჯეტის სწორი გამოყენება და განკარგვა. ჩვენ არ ვართ გიგანტური სახელმწიფო, მაგრამ ჩვენ ვართ ქვეყანა და გვაქვს ჩვენი ბიუჯეტი. სულ არის პრობლება როგორ მივუდგეთ ბიუჯეტს. როდესაც საპენსიო ასაკზეა საუბარი, ამაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ, რომ ეს ასაკი დაიწიოს, თუმცა ევროპელები საპენსიო ასაკის აწევის მომხრეები არიან”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მთაში საპენსიო ასაკის დაწევა გაცილებით იოლი იქნება, ვიდრე მთელ საქართველოში.

ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ მთა ხელისუფლების პრიორიტეტია და   ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ცენტრალურ მაგისტრალებზე და შიდა გზებზე სამუშაოებს მოიცავს, მომდევნო 4 წლის განმავლობაში დასრულდება.

„მთა უფრო უნიკალურია ჩვენი, ვიდრე ზღვა. ზღვას უჭირს კონკურენცია თურქეთთან, თუმცა ზღვაც მიიღებს იმდენ ტურისტრს, რაც შეიძლება საქართველომ დაიტიოს, მაგრამ გაცილებით მეტი პოტენციალია მთაში. რაჭა ულამაზესი კუთხეა. ვიღვაწებ როგორც მოქალაქე, რომ ხელისუფლებამ სწრაფად მოაგვაროს გზების, გაზის , ელექტროფიცირების პრობლემა, რომელიც რამდენიმე სოფელშია დარჩენილი”,-განაცხადა ივანიშვილმა სტუდენტის შეკითხვის პასუხად.

წყარო: კომერსანტი