ლარსის გამშვებ პუნქტთან საევაკუაციო ნაგებობის მოწყობა 1,73 მლნ ლარი დაჯდა

0
28
ლარსის გამშვებ პუნქტთან საევაკუაციო ნაგებობის მოწყობა 1,73 მლნ ლარი დაჯდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136–ე კილომეტრზე, საევაკუაციო ნაგებობა მოეწყო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მსგავსი პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და  სტიქიის შემთხვევაში, საევაკუაციო დერეფანი უზრუნველყოფს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის სავატომობილო გზით მოსარგებლე ადამიანებისა და საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომელთა უსაფრთხო გადაადგილებას სტიქიის ზონიდან ევაკუაციის ადგილამდე.

208,4 მეტრი სიგრძისა და 2,25 მეტრი სიგანის საევაკუკაციო აივანი   ლარსის გამშვები პუნქტის ტერიტორიიდან  იწყება და დარიალის მამათა მონასტერთან სრულდება, სადაც სპეციალური მოედანი მოეწყო. სტიქიის შემთხვევაში, ხალხის ევაკუაცია ამ მოედნიდან ვერტმფრენით განხორციელდება.

დასრულებული  სამუშაოები,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ მოინახულა.

სამუშაოები 2015 წლის ივნისში დაიწყო. პროექტის ღირებულებამ დაახლოებით 1,73 მლნ ლარი შეადგინა. სამშენებლო სამუშაოებს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“  შეასრულა.