გერმანია აპირებს მოსახლეობას საკვებისა და წყლის მარაგის შექმნისკენ მოუწოდოს

0
26
გერმანია აპირებს მოსახლეობას საკვებისა და წყლის მარაგის შექმნისკენ მოუწოდოს

პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანიის მთავრობა აპირებს მოსახლეობას საკვებისა და წყლის მარაგის შექმნისკენ მოუწოდოს. ამის შესახებ უცხოურ მედიაზე დაყრდნობით euroline.ge წერს.

“მოსახლეობა ვალდებული იქნება შექმნას საკვებისა და წყლის ინდივიდუალური მარაგი შეტევის შემთხვევაში”, – ნათქვამია გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ “სამოქალაქო თავდაცვის კონცეფციაში”.

შს სამინისტროს სპიკერის განცხადებით, გეგმა განხილული იქნება ოთხშაბათის მთავრობის სხდომაზე და მინისტრი მაიზიერი მას იმავე დღეს წარუდგენს მოსახლეობას.

გეგმის მიხედვით, მოსახლეობა ვალდებული იქნება სულ მცირე ხუთი დღის მარაგი მოამზადოს.

69 გვერდიანი გეგმა არ საუბრობს პირდაპირ ტერიტორიულ თავდასხმაზე, თუმცა მასში ნათქვამია, რომ “მოსახლეობა შესაბამისად უნდა მოემზადოს ისეთი საფრთხისათვის, რომელსაც შეუძლია ჩვენს არსებობას დაემუქროს და რომელიც კატეგორიულად ვერ გამოირიცხება მომავალში”.

წყარო: euroline