საქართველოში კიდევ ოთხი ახალი საწარმო შეიქმნება

0
22
საქართველოში კიდევ ოთხი ახალი საწარმო შეიქმნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხორცპროდუქტების საწარმო, რომელიც თბილისში შეიქმნება, 190 ადამიანს დაასაქმებს; გათვალისწინებულია 3 755 202 ლარის ინვესტიცია. ხოლო მეორე – მაკარონის, პურ-ცომეულისა და საკონდიტრო ნაწარმის გამომშვები საწარმო შეიქმნება ქობულეთში, დაბა ოჩხამურში, სადაც გათვალისწინებულია 160 ადამიანის დასაქმება და 320 000 ლარის ინვესტიცია.

მთავრობა დღესვე მიიღებს გადაწყვეტილებას, ახალი საწარმოების შექმნის მიზნით, კომპანიებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, კახეთის გზატკეცილზე ორი წლის ვადაში უნდა შეიქმნას ყავის გადამამუშავებელი საწარმო, რისთვისაც კომპანია 11 277 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 30 ადამიანს დაასაქმებს;

ხოლო ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში, ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, რისთვისაც, მეწარმეს 57 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსგან 25-წლიანი იჯარით გადაეცემა.

“ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ძალიან ამბიციური გეგმა გვაქვს საქართველოში ჩაის მრეწველობის აღორძინების მიმართულებით.”- განაცხადა პრემიერმინისტრმა.

წყარო: geopressnews