ბაკურიანი-მიტარბის ტერიტორიაზე ოთხ სეზონური სამთო კურორტი აშენდება

0
82
ბაკურიანი-მიტარბის ტერიტორიაზე ოთხსეზონური სამთო კურორტი აშენდება

მიტარბში ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო, რაც ბაკურიანი-მიტარბის ტერიტორიაზე ოთხსეზონური სამთო კურორტის მშენებლობასა და განვითარებას გულისხმობს. სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პროექტი დიდ სიკეთეს მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ბაკურიანს კიდევ უფრო განუმტკიცებს საერთაშორისო დონის სამთო-სათხილამურო კურორტის სტატუსს.

მისივე თქმით, მომზადდება მიტარბის დასახლების განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც კურორტის 10-15-წლიანი განვითარების დეტალურ კონცეფციას განსაზღვრავს.

გეგმის მომზადებაში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი საერთაშორისო კომპანიები და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.

მიტარბის ტერიტორიაზე დამონტაჟდება მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი მწარმოებლის -„დოპელმაიერის” საბაგირო. მშენებლობა 2016 წლის ბოლოს დასრულდება.

ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით, რაც იქნება ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიცია სამთო ტურიზმის აღორძინების კუთხით.