პროგრამას „უმასპინძლე საქართველოში“ უკვე 6 ბენეფიციარი ჰყავს

0
63
პროგრამას „უმასპინძლე საქართველოში“ უკვე 6 ბენეფიციარი ჰყავს

პროგრამას „უმასპინძლე საქართველოში“ უკვე 6 ბენეფიციარი ჰყავს. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტში ჩართული ბენეფიციარების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. ახალ პროგრამას ამოქმედებიდან სულ მცირე პერიოდში უკვე 6 ბენეფიციარი ჰყავს, რომლებიც მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით სასტუმროს მშენებლობის დასრულებასა და ინვენტარით აღჭურვას შეძლებენ.

2016 წლიდან სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა, რომელიც მეწარმეებს შესა¬ძლებლობას აძლევს რეგიონებში განავითაროს სასტუმრო ბიზნესი,

შექმნას სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას. ახალი კომპონენტი რეგიონული მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას და ამასთანავე ხდება წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვა ე.წ „ფრანჩაიზინგის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადების თანადაფინანსებით.