გიორგი თაბუაშვილი: ლუდის აქციზის განაკვეთის შემცირების წინაპირობა არ არის

0
60
გიორგი თაბუაშვილი: ლუდის აქციზის განაკვეთის შემცირების წინაპირობა არ არის

შემოსავლების სამსახურის უფროსის, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილის გნცხადებით, ლუდის აქციზის განაკვეთის შემცირების წინაპირობა არ არის.

ასე გამოეხმაურა გიორგი თაბუაშვილი “ბიზნესკონტაქტთან” საუბარში ლუდის ინდუსტრიის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის გეგმას, სადაც კერძო სექტორი ლუდის აქციზის 60-დან 50 თეთრამდე შემცირების საკითხს დააყენებს.

“ალბათ, დღევანდელ პირობებში ამის წინაპირობა არ არის. ბიზნესის მხრიდან მზაობა გასაგებია, რომ არის. მათი სურვილია, გადასახადი შემცირდეს, თუმცა შემცირება ახსნილი უნდა იყოს და შესაბამისად, თუ გადასახადს ვამცირებთ, მაშინ ეს სხვა შემოსავლებით უნდა დაკომპენსირდეს”, – განაცხადა თაბუაშვილმა.

ლუდის ინდუსტრიის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის თარიღი ჯერ ჩანიშნული არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ლუდზე აქციზური გადასახადი 2015 წლის 1 მარტიდან 40-დან 60 თეთრამდე გაიზარდა.

წყარო: ბიზნესკონტაქტი