TBC STATUS და საქართველოს რკინიგზა ჯაზფესტივალზე დასწრების მსურველებს უფასო მგზავრობას სთავაზობს

0
81
TBC STATUS და საქართველოს რკინიგზა ჯაზფესტივალზე დასწრების მსურველებს უფასო მგზავრობას სთავაზობს

სიურპრიზები ჯაზის მოყვარულებს თიბისი ბანკისგან

 

TBC STATUS-ი და საქართველოს რკინიგზა შავი ზღვის ჯაზფესტივალზე დასწრების მსურველებს ბათუმში გამგზავრებას #ჯაზმატარებლით, ყოველგვარი საფასურის გარეშე სთავაზობს.

შესაბამისი აპლიკაცია თიბისი ბანკის facebook-ის გვერდზე უკვე განთავსდა. ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია, ჩქაროსნული #ჯაზმატარებლით მოგზაურობას ისინი შეძლებენ, ვინც აპლიკაციაში პირველები დარეგისტრირდებიან.

მატარებელი ბათუმის მიმართულებით, 15 ივლისს, 09:40-ზე, თბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან დაიძვრება.

#ჯაზმატარებელი ერთადერთი სიურპრიზი არ არის, რაც  ჯაზის მოყვარულებს  TBC STATUS-ისგან ელოდებათ.

ვებგვერდი Hellojazz.ge სპეციალურად შავი ზღვის ჯაზფესტივალისთვის შეიქმნა და მისი საშუალებით შესაძლებელია როგორც ჯაზფესტივალის დაუვიწყარი შთაბეჭდილებების სხვებისთვის გაზიარება, ასევე  ბათუმში ვიზიტისას საჭირო ინფორმაციის მიღება. კერძოდ:

თქვენ შეგიძლიათ ბათუმის კორტების დიდი ეკრანებიდან მიესალმოთ თქვენს საყვარელ ჯაზშემსრულებელს.

გადაიღეთ ფოტო ჯაზფესტივალზე და ატვირთეთ  Facebook-ზე ან Instagram-ზე  ჰეშთეგით #HELLOJAZZ. საკუთარ ფოტოებს კონცერტების მიმდინარეობისას, ბათუმის კორტებზე დამონტაჟებულ ეკრანებზე იხილავთ. ჯაზფესტივალზე გადაღებული ყველა ფოტო ვებგვერდზე- Hellojazz.ge აიტვირთება და  მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ მიერ სოციალურ ქსელებში ატვირთული ფოტოები საჯარო (public) უნდა იყოს.

თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ვებგვერდზე განთავსებული ბათუმის რუკით.

ბათუმში მდებარე კვების ობიექტების, გასართობი და დასასვენებელი ადგილების, ასევე თიბისი ბანკის ბანკომატების შესახებ ინფორმაციისა და ვიზუალური მასალის ნახვა  Hellojazz.ge-ზე განთავსებული რუკის საშუალებით  არის შესაძლებელი.

ვებგვერდზე ჯაზფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტების განრიგის შესახებ ინფორმაციაც არის ხელმისაწვდომი. 

ასე, რომ  წამოგვყევით   ჯაზფესტივალზე  და გახდით დაუვიწყარი მუსიკალური თავგადასავლების მონაწილე.