“ასკანელი ძმების” დამფუძნებლები გურიაში თიხის გადამამუშავებელ ქარხანას აშენებენ

0
158

ღვინის მწარმოებელი კომპანია “ასკანელი ძმების” დამფუძნებლები გურიაში ახალ ბიზნესს იწყებენ. საუბარია თიხის გადამამუშავებელ ქარხანაზე. ამის შესახებ “კომერსანტს” გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ განუცხადა. მისი თქმით, ქარხნის მშენებლობა ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში უკვე დაიწყო, სადაც პროექტის განმახორციელებელი კომპანია საწყის ეტაპზე დაახლოებით 2 მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს. სალუქვაძე ამბობს, რომ, როგორც მას აქვს ინფორმაცია, სამომავლოდ იგეგმება ქარხნის გაფართოებაც, თუმცა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროექტი.

გურიის გუბერნატორი აცხადებს, რომ ქარხნის მშენებლობა უკვე დაიწყო. მისი თქმით, ბეტონიტის (ბეტონისგან დამზადებული ხელოვნური ქვა) თიხა საკმაოდ მოხმარებადი პროდუქტია, მათ შორის ის გამოიყენება ღვინის წარმოებაში როგორც ფილტრი.

რაც შეეხება თავად პროექტის განმახორციელებელ კომპანიას, `ასკანელი ძმების” დამფუძნებელი ჯიმი ჩხაიძე აცხადებს, რომ პროექტს არა უშუალოდ “ასკანელი ძმები,” არამედ მასთან დაკავშირებული კომპანია განახორციელებს, თუმცა, ამ ეტაპზე ის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.