საბანკო ოპერაციების შესრულება სოციალური ქსელიდან იქნება შესაძლებელი

0
29
საბანკო ოპერაციების შესრულება სოციალური ქსელიდან იქნება შესაძლებელი

სინგაპურის ბანკები საკუთარ მომხმარებლებს შესთავაზებენ, სოციალურ ქსელებში Facebook-სა და Twitter-ში მოქმედი მათი პროფილები მიაერთონ საკუთარ საბანკო ანგარიშებს. ამის შესახებ გამოცემა Financial Times წერს.

მსგავსი მომსახურების საშუალებით, მომხმარებლები შეძლებენ შიდა საბანკო გადარიცხვები განახორციელონ სინგაპურული საგადასახადო სისტემის FAST-ის საშუალებით, სადაც ნომრის ნაცვლად გამოიყენებენ პერსონალურ ID-ს სოციალური ქსელებიდან.

ახალი სისტემის საპილოტე ვარიანტის ამოქმედება 2017 წლიდან იგეგმება.

წყარო: bpn.ge