თბილისში სექტემბრის ბოლოს ახალი ადაპტირებული ავტობუსები გამოჩნდება

0
23
თბილისში სექტემბრის ბოლოს ახალი ადაპტირებული ავტობუსები გამოჩნდება

თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს თბილისში ავტობუსების პარკის განახლების თაობაზე სესხის აღებას. კერძოდ, სესხის აღებისა და გადმოსესხების ხელშეკრულება გაფორმდება ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის. სესხის მოცულობა არის 27 მილიონი ევრო, რომელიც არის მიზნობრივი დაფინანსება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ და მოხმარდება თბილისის მუნიციპალიტეტში ახალი ავტობუსების შეძენის პროექტის განხორციელებას.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, დონორ ორგანიზაციებთან ავტობუსების პარკის განახლებაზე აქტიური სამუშაოები ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს.

„ჯამში 34 მილიონი ევროა განსაზღვრული თბილისში ახალი ავტობუსების შეძენისთვის. ყველა პროცესი დასრულებულია და სამშაბათს გამარჯვებულ კომპანიას გამოაცხადებენ. ავტობუსები ადაპტირებულია. არის 12 მეტრიანი და 150 ერთეული. ისინი სექტემბრის ბოლოდან განრიგის მიხედვით გამოჩნდებიან ქალაქში“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი