სააქციო კაპიტალდაბანდებები და რეინვესტიციები ისტორიულ მაქსიმუმზეა – ვალები მკვეთრად შემცირდა

0
33
სააქციო კაპიტალდაბანდებები და რეინვესტიციები ისტორიულ მაქსიმუმზეა - ვალები მკვეთრად შემცირდა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: სააქციო კაპიტალდაბანდებები და რეინვესტიციები ისტორიულ მაქსიმუმზეა – ვალები მკვეთრად შემცირდა

“პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: სააქციო კაპიტალდაბანდებები და რეინვესტიციები ისტორიულ მაქსიმუმზეა – ვალები მკვეთრად შემცირდა” – ამის შესახებ ეკონომისტი მიხეილ დუნდუა “ფეისბუქის” საშუალებით, ეროვნული ბანკის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

“პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შედგება სააქციო კაპიტალის, რეინვესტირებული შემოსავლების და ვალებისაგან. თუ ინვესტორს მოსწონს ბიზნეს გარემო, არ აშინებს კორუფციული წნეხი, ხედავს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პერსპექტივას, მაშინ სპეკულაციური სავალო ოპერაციების ნაცვლად ქმნის სააქციო კაპიტალს და ახდენს რეინვესტირებას.

წინა ხელისუფლების დროს, ანუ ბიზნესის რეკეტის ხანაში, ძირითადად სპეკულაციურ დაბანდებებზე, ანუ ვალებზე დაფუძნებული მყიფე ეკონომიკა ჩამოყალიბდა.

2013 წლიდან ბიზნესი გათავისუფლდა სახელმწიფო რეკეტისგან და შესაბამისად, მკვეთრად გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სააქციო დაბანდებები და რეინვესტირება.

2013 წლიდან ქვეყანა ვალების მომსახურების აქტიურ ფაზაში შევიდა. დღეს ჩვენ სპეკულაციური ინვესტიციების, სავალო ვალებულებების გასტუმრება გვიწევს, მაგრამ მსხვილი სააქციო კაპიტალდაბანდები და მოცულობითი რეინვესტირებები კონკრენტუნარიან, გრძელვადიან საინვესტიციო ინტერესებზე დაფუძნებულ, მდგრად ეკონომიკას უყრის საფუძველს.

ბოლო 3 წელიწადსა და სამ თვეში , ანუ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში 455 მილიონი დოლარით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სააქციო კაპიტალი შეიქმნა ვიდრე 2004-2008 წლების ხუთწლედში და 463 მილიონი დოლარით მეტი ვიდრე 2008-2012 წლების ხუთწლედში. ასევე შესაბამისად, 649 და 186 მილიონით არის გაზრდილი რეინვესტირების მაჩვენებელი ზემოთაღნიშნულ ხუთწლიან პერიოდებთან შედარებით”, – წერს დუნდუა სოციალურ ქსელში.