სოროსი: Brexit -მა გლობალურ კრიზისს მისცა დასაბამი

0
15
სოროსი: Brexit -მა გლობალურ კრიზისს მისცა დასაბამი

ბრიტანელების უმრავლესობის გადაწყვეტილებამ გამოსულიყვნენ ევროკავშირიდან, გლობალურ ფინანსურ კრიზისს მისცა დასაბამი, ისეთს, როგორიც 2007-08 წლებში იყო. ასე თვლის ამერიკელი ფინანსისტი და ფილანტროპი ჯორჯ სოროსი.

ევროპარლამენტში გამოსვლისას სოროსმა განაცხადა, რომ Brexit -ი მთელ მსოფლიოში დეფლაციის დაჩქარებას გამოიწვევს და დარტყმა იქნება კონტინენტური ევროპის ბანკებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ბოლომდე გამოსული კრიზისიდან.

“Brexit -თვის ხმის მიცემა დიდი შოკი იყო ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, აქ მყოფთა უმრავლესობისთვის”, – განაცხადა სოროსმა.

სოროსი თვლის, რომ შოკმა შესაძლოა ევროკავშირს მისცეს შანსი უფრო მჭირდო ინტეგრაციისთვის, თუ ევროპაში ბრიტანულის მსგავსი განწყობები არ გავრცელდა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი ევროკავშირი შესაძლოა ვერც გადარჩეს.

ჯორჯ სოროსი ცნობილია როგორც ადამიანი, რომელმაც გააკოტრა ინგლისის ბანკი. 1992 წელს, ბრიტანეთის ეროვნული ვალუტის წინააღმდეგ „თამაშით“, მან ფუნტის გაუფასურებით გერმანული მარკის მიმართ დღეში $1 მლრდ-ზე მეტი იშოვა.

წყარო: agora.ge