შალვა შავგულიძე: სამართლიანობის აღდგენაზე კანონპროექტი “ქართულმა ოცნებამ” შეაჩერა

0
14
შალვა შავგულიძე: სამართლიანობის აღდგენაზე კანონპროექტი

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ “კანონპროექტი რომელიც ხელს უწყობდა ქონებრივი სამართლიანობის აღდგენას, მზად იყო ჯერ კიდევ 2013 წელს. სამწუხაროდ, მთავრობამ, ჯერ ივანიშვილის და შემდეგ ღარიბაშვილის თაოსნობით, შეაჩერა ამ კანონის მიღება. ქონებრივი სამართლიანობის აღდგენა გაჭიანურდა. ამის ყველაზე ეფექტური მექანიზმი იქნებოდა ხარვეზების დამდგენი კომისიის სახელით ცნობილი კანონპროექტის შემოტანა მთავრობის მიერ. ეს არის საკანონმდებლო მექანიზმი, უკვე ძალაში შესული განაჩენების გადასინჯვისა. ასეთ მექანიზმი არსებობს რამდენიმე ევროულ ქვეყანაში. პარლამენტის წარმომადგენლები, მათ შორის მე და ასევე იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე, ნორვეგიაში ვიყავით სპეციალურად ასეთი კომისიის მუშაობის გამოცდილების გასაზიარებლად.

იქ მუდმივმოქმედი კომისიაა, რომელიც ცნობილია “საქმეთა ხელახალი გახსნის კომისიის” სახელით. შევიმუშავეთ კანონპროექტი, თუმცა, მთავრობამ უარი თქვა მის მიღებაზე. მოტივაცია მათი მხრიდან იყო ასეთი: რომ ეს დაკავშირებული იქნებოდა მნიშვნელოვან ფინანსურ პასუხისმგებლობასთან სახელმწიფოსთვის და ამისთვის სახელმწიფო არ იყო მზად. შესაბამისად, კანონის მიღება შეჩერდა. შალვა შავგულიძის განცხადებით სპეცილაური დეპარტამენტი პროკურატურაში, რომელსაც თითქოს ამ საკითხებზე უნდა ემუშავა, მოსახლეობის თვალის ასახვევად შეიქმნა და მათ არაფერი გაუკეთებიათ. დღემდე არაფერი გაკეთებულა და იმ დეპარტამენტს დაბრუნებული აქვს მოქალაქეებისთვის უმნიშვნელო რაღაც 1-2 მანქანა და ოქროს ,”ძეწკვი”. – აცხადებს შალვა შავგულიძე.