ლარის დრეიფი გრძელდება

0
78
ლარის დრეიფი გრძელდება
რატომ დაიწყო ისევ გაუფასურება ლარმა და რას მოასწავებს ეს ეკონომიკისთვის და თითოეული მოქალაქისთვის

საშინაო თუ საგარეო ფაქტორებით გამოწვეული ლარის გაუფასურების პროცესი მარტის შუა რიცხვებში შეწყდა და ლარმა გამყარება დაიწყო როგორც დოლარის, ისე სხვა ვალუტების მიმართ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ექსპერტები – რომან გოცირიძე, გიგა ბედინეიშვილი, ვახტანგ ლეჟავა და სხვები, ჯერ დეფიციუტურ ხარჯვაზე ალაპარაკდნენ, შემდეგ საგარეო ფაქტორების წნეხის შესუსტებაზე, თუმცა მათ იმდენი პარტიულ პოლიტიკური განცხადება აქვთ გაკეთებული, რომ ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებაც რომ იღაღადონ, საზოგადოებას მაინც ნაკლებად სჯერა. “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ექსპერტები – ლევან კალანდაძე, მიხეილ დუნდუა, აგრეთვე ნეიტრალურები, ემზარ ჯგერენაია, მერაბ კაკულია და სხვები ძირითადად თანხმდებოდნენ იმაზე, რომ ეს პროცესი ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის ფაქტორით არ იყო განპირობებული, ხოლო გაუფასურების პროცესის ვარდნის ეფექტამდე დასვლა, მათი აზრით უპირატესად საგარეო ფაქტორების შედეგი იყო. აგრეთვე თავისას მიაგებდნენ სებ-ის დაგვიანებულ და არაჯეროვან ჩარევებს პროცესში და მთავრობასთან ნაკლებად ეფექტურ თანამშრომლობას.

მოქალაქეებს, საზოგადოების საკმაო ნაწილსსაშინაო თუ საგარეო ფაქტორებით გამოწვეული ლარის გაუფასურების პროცესი მარტის შუა რიცხვებში შეწყდა და ლარმა გამყარება დაიწყო როგორც დოლარის, ისე სხვა ვალუტების მიმართ. უეჭველად მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ამ პროცესში, ანუ ლარის გაუფასურებაში გიორგი ქადაგიძემ შეასრულა მთავარი როლი, რომელიც ნაციონალების პარტიული ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა. არ გამოირიცხებოდა ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობაც ამ საქმეში.

და აი, დაიწყო უკუპროცესი, ლარი უწყვეტად მყარდება, ეროვნული ბანკი გამალებით ყიდულობს უცხოურ ვალუტას (დოლარს) მიუხედავად ამისა, პროცესის შეჩერება არ ხერხდება. სებ-მა ლარის გამყარებიდან დღემდე 258 მილიონ 350 ათასი აშშ დოლარი ამოიღო მიმოქცევიდან, ამას დაერთო სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის, 50 საბაზისო პუნქტით 7%-მდე შემცირება, რამაც პრობლემა მაინც ვერ გადაწყვიტა და პარასკევს სებ-ის მიერ ბლუმბერგზე დაყრდნობით გამოცხადებული კურსი 1 დოლარი 2,18 ლარი, სავალუტო ჯიხურებში შაბათს 22:00 საათამდეც კი არ იყო დაფიქსირებული. ამიტომ გამორიცხული არ არის საპროცენტო განაკვეთის შემდგომი შემცირება და სებ-ის მიერ აშშ დოლარის მასშტაბური შესყიდვები.

მთელ ამ ორომტრიალში ერთადერთი საკითხი რჩება ბუნდოვანი – ეროვნული ბანკი ცოცხალი თავით არ აკეთებს კომენტარს ერთ მარტივ კითხვაზე, რატომ ხდება ლარის გაუფასურების სტიმულირება და რა სარგებელი მოაქვს ამ პროცესს საქართველოს ეკონომიკისა და თითოეული მოქალაქისთვის. სხვათაშორის, ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა სების ვიცე პრეზიდენტმა, ჟურნალისტების ყვარლის სემინარზე. გასაოცარი და სიმპტომატურია, რომ ამკითხვაზე პასუხს არც ნაციონალი, არც ოცნების მხარდამჭერი და არც ნეიტრალური ექსპერტები არ აკეთებენ. ვფიქრობ, რომ ამ საკითხის კომენტირებისას მომავალში ისინი გარკვეულ პოლიტიკურ და პიროვნულ ბენეფიტს ელიან და იმიტომ.

რათქმაუნდა კითხვებზე, თუ რა სარგებელი მოაქვს, ან რა უარყოფითი მხარე აქვს ლარის გაუფასურებას, ბანკები და ფინანსები შემდეგ ნომერში ვრცელ ანალიზს შემოგთავაზებთ, თუმცა ოფიციოზის პოზიცია ამ საკითხზე მნიშვნელოვანია.

შოთა კორინთელი