216 ავიაკომპანიას ევროპაში ფრენა აეკრძალა

0
129
216 ავიაკომპანიას ევროპაში ფრენა აეკრძალა
ევროპის კომისიამ იმ ავიაკომპანიების ნუსხა გამოაქვეყნა, რომელთაც ევროკავშირის ქვეყნებში ფრენა ეკრზალებათ. აღნიშნულის მიზეზი კი ამ ავიაკომპანიების ფრენის საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების დარღვევაა.

როგორც Atorus.ru წერს, ევროკავშირის მიერ აკრძალვა სულ 216 ავიაგადამიდზავს ეხება. უნდა აღინიშნოს, რომ 216 კომპანიიდან 214 კომპანიას აკრძალვა იმ ქვეყნების  ხელისუფლების მიერ ჩატარებული კონტროლის შემდეგ შეეხო, სადაც თავად ეს კომპანიებია ბაზირებული.

მხოლოდ Iraqi Airways-სა და  Blue Wing Airlines-ს აეკრძალა ფრენა ევროგაერთიანების მიერ უშუალოდ უსაფრთხოების ნორმებზე დაკვირვების შემდეგ.

„შავ სიაში“ ლიდერობენ კომპანიები აფრიკის ქვეყნებიდან, ავღანეთიდან, ნეპალიდან და ინდიონეზიიდან.