გერმანია თანახმაა საქართველოს ჰქონდეს უვიზო მიმოსვლა

0
23
გერმანია თანახმაა საქართველოს ჰქონდეს უვიზო მიმოსვლა
ამის შესახებ “პირWელს” საქართველოში გერმანიის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში განუცხადეს.
“კომისიამ დაადასტურა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმების კრიტერიუმების შესრულება საქართველოს მიერ. ამჟამად ბრიუსელში შესაბამის ორგანოებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვიზარეგულაციების ცვლილებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო წინადადებებზე.
ამ კონსულტაციებისას, საქართველოში არსებულ სიტუაციასთან ერთად, ასევე უნდა გავითვალისწინოთ რა თქმა უნდა, სიტუაცია ევროკავშირსა და გერმანიაში.
იქ ამჟამინდელი სამიგრაციო კრიზისის გამო, გაიზარდა უსაფრთხოების კუთხით არსებული შიში შემდგომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. უსაფრთხოების ამ საკითხებში, ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენ ქართველ პარტნიორებთან”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც “პირWელს” გერმანიის საელჩომ ექსკლუზიურად მიაწოდა.
შეგახსენებთ, რომ გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, იმის გამო, რომ ქვეყანაში ჩასულ სხვადასხვა ერს შორის კრიმინალური ქმედებების რაოდენობით ქართველები ლიდერობენ, ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებით დიდ თავის ტკივილს გაიჩენს.
ცნობისათვის, გუშინ, ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების შეხვედრა გაიმართა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კვლავ ვერ მოხერხდა.