ინტერნეტში სოციალურ ქსელ ВКонтакте-ს მომხმარებლების 100 მილიონი პაროლი გავრცელდა

0
72
ინტერნეტში სოციალურ ქსელ ВКонтакте-ს მომხმარებლების 100 მილიონი პაროლი გავრცელდა

ჰაკერებმა სოციალურ ქსელ VKontakte-ზე ჰაკერული შეტევა განახორციელეს და მომხმარებლების პირადი მონაცემებიდან დაახლოებით 100 მილიონი პაროლი მოიპარეს. აღნიშნულ ინფორმაციას Motherboard ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, გატეხილი მონაცემების პაროლები ციფრული ტექნოლოგიების შავ ბაზარზე  გაიტანეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჰაკერულმა ჯგუფმა Peace აიღო.

კიბერკრიმინალების მიერ მოპარულ ინფორმაციებს შორისაა  პაროლები, ტელეფონის ნომრები და ელექტრონული ფოსტის მისამართები.

მონაცემების ანალიზი ადასტურებს, რომ VKontakte-ს 1.5 მილიონზე მეტი მომხმარებელი ძალიან მარტივ პაროლს იყენებს, როგორიცაა 123456, 123456789, ან 11111. 52 მილიონი მომხმარებელ ელექტრონული ფოსტისთვის Mail.ru-სა და Yandex.ru-ს მისამართს იყენებს.

წყარო: ipress.ge