კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთის გაზიფიცირების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს

0
66
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთის გაზიფიცირების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს

ბუნებრივი აირი კასპის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი სოფელის მოსახლეობისთვის გახდა ხელმისაწვდომი. ამ დროისთვის სოფელ სასირეთის სრული გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება. კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი სასირეთში მცხოვრებ ბეჟიტაშვილების ოჯახშს ესტუმრა და ოჯახის წევრებთან ერთად გაზქურაც აანთო.

თავის მხრივ ბეჟიტაშვილებმა მადლობა გადაუხადეს “საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს”, ხელისუფლებას და “შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციას” გაზიფიცირების პროცესში გაწეული საქმიანობისა და ყურადღებისათვის. მათი თქმით ბუნებრივი აირის შემოსვლა ხელს შეუწყობს მოსახლეობისთვის არაერთი ყოფითი პრობლემის გადაჭრას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ოჯახებს განსაკუთრებით გაუადვილდებათ ზამთრის სიცივეებისთვის გამკლავება.

“მსოფლიო ბანკის” მხარდაჭერით “საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ” სასირეთის დევნილთა დასახლებაში გაყვანილი გაზსადენით კომპაქტური დასახლების გარდა, ბუნებრივი აირით მიმდებარე სოფლებსაც მოამარაგებს. უახლოეს ხანში კასპის მუნიციპალიტეტის კიდევ რამდენიმე სოფელში დაიწყება გაზიფიცირების პროცესი.