გაზეთ ბანკები და ფინანსების და პორტალ bfm.ge -ის განცხადება

0
23
გაზეთ ბანკები და ფინანსების და პორტალ bfm.ge -ის განცხადება

გაზეთი ბანკები და ფინანსები და პორტალი bfm.ge სოლიდარობას უცხადებს კოლეგებს და სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ცნობისათვის, “სამეგრელოში “აიპრესის” გადამღებ ჯგუფს ე.წ. სპორტსმენების სახელით მოქმედმა ზონდერ ჯგუფმა შეურაცხყოფა მიაყენა და მუშაობის საშუალება არ მისცა”.
შესაბამის ინფორმაციას სააგენტო “აიპრესი” ავრცელებს.
ფოტოებზე აღბეჭდილია ის ავტომობილები, რომელში მსხდომმა პირებმაც “აიპრესის” ჯგუფს წაართვეს ტელეფონი, საიდანაც წაუშალეს ყველა აუდიო ჩანაწერი, ფოტო მასალა.
“აიპრესის” ინფორმაციით მანქანები, რომლითაც აღნიშნული პირები გადაადგილდებოდნენ შემდეგი სერიისა და ნომრებისა: FI-050FI; GR-001-OM; EGE-363.
“აიპრესი” აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მასვე გადაუგზავნა კონკრეტული მანქანების ნომრები.