ნოდარ ხადური: ონლაინ სესხებზე ეროვნულ ბანკს რეგულაციები მომზადებული აქვს

0
38
ნოდარ ხადური: ონლაინ სესხებზე ეროვნულ ბანკს რეგულაციები მომზადებული აქვს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, ონლაინ სესხებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბანკს გარკვეული რეგულაციები აქვს მომზადებული და ამ საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია ფინანსთა სამინისტროსთან და პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან.

“უახლოეს პერიოდში მოხდება ამ საკითხის ინიცირება. ონლაინ სესხებთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები უნდა არსებობდეს. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ყველა ტიპის ინფორმაცია ღია უნდა იყოს პოტენციური მსესხებლისთვის”,- აღნიშნა ხადურმა.