რომელ ქალაქებს ირჩევენ საცხოვრებლად მილიარდერები

0
15
რომელ ქალაქებს ირჩევენ საცხოვრებლად მილიარდერები

ამერიკული გამოცემა “ფორბსის” მონაცემებით, მსოფლიოში 1810 მილიარდერია და ისინი 67 სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ.

“ფორბსმა” ულტრამდიდარი ადამიანები მათი ძირითადი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დააჯგუფა და ტოპ-27 ქალაქი გამოავლინა, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს.

პალო ალტო (კალიფორნია)

მილირდერთა რიცხვი – 13,

საერთო კაპიტალი – 124,9 მილიარდი დოლარი.

ყველაზე მდიდარი მარკ ცუკერბერგია (44,6 მლრდ).

ის მსოფლიოში მეექვსე ყველაზე მდიდარი ადამიანია, რომელმაც “ფეისბუკის” შექმნა ჰარვარდის საერთო საცხოვრებელში დაიწყო.

ჟენევა (შვეიცარია)

მილიარდერთა რიცხვი – 13,

საერთო კაპიტალი – 41,5 მილიარდი.

ყველაზე მდიდარი ადამიანი – გენადი ტიმჩენკო (11 მლრდ).

ქალაქის ყველაზე მდიდარი ადამიანი შემოსავალს ნავთობისა და გაზისგან იღებს. ტიმჩენკო რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ ჟენევაში ცხოვრობს და საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია Gounvor Group-ის დამფუძნებელია.

ჩიკაგო (აშშ)

მილიარდერთა რიცხვი – 13,

საერთო კაპიტალი – 36,6 მილიარდი დოლარი,

ყველაზე მდიდარი კენ გრიფინია (7,5 მლრდ). მან გლობალური საინვესტიციო ფირმა “ციტადელი” დააარსა.

დუბაი (არაბთა გაერთიანებული საამიროები)

მილიარდერთა რიცხვი – 14,

საერთო კაპიტალი – 37 მილიარდი დოლარი,

უმდიდრესი ადამიანი – მაჯიდ ალ ფუტეიმი (5 მლრდ). ის ჰოლდინგ ჯგუფს ფლობს, რომელიც სავაჭრო ცენტრებს მართავს.

დელი (ინდოეთი)

მილიარდერთა რიცხვი – 14,

საერთო კაპიტალი – 42,7 მლრდ დოლარი.

ყველაზე მდიდარი შივ ნადარია (1,1 მლრდ). მისი საქმიანობა ტექნოლოგიების, საინფორმაციო სისტემების, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებს მოიცავს.

ბანგკოკი (ტაილანდი)

მილიარდერთა რიცხვი – 14,

საერთო კაპიტალი – 42,2 მილიარდი დოლარი,

უმდიდრესი ადამიანი – შარონ სირივადჰანაბაკდი (10,7 მლრდ). მიმდინარე წელს მრეწველობის მაგნატმა 2.5 მლრდ დოლარი ლუდის მეშვეობით იშოვა.

სან-პაულუ (ბრაზილია)

მილიარდერთა რიცხვი – 14,

საერთო კაპიტალი – 54,1 მილიარდი დოლარი,

უმდიდრესი ადამიანი – იოსეფ საფრა (17,2 მლრდ).

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ბანკირი “ბანკო საფრას” დამაარსებელ სირიელ ბანკირთა შთამომავალია. “ბანკო საფრა” ბრაზილიის 8 ბანკისგან შედგება. 2014 წელს მან ლონდონის ცათამბჯენი 1,1 მლრდ დოლარად შეიძინა.

მილანი (იტალია)

მილიარდერთა რიცხვი – 15,

საერთო კაპიტალი – 59,2 მილიარდი დოლარი,

უმდიდრესი ადამიანი – ლეონარდო დელ ვექიო (18,7 მლრდ).

მილანი მსოფლიო მოდის ცენტრია, სადაც თავს სწორედ ის მილიარდერები იყრიან, რომლებიც შემოსავალს ამ მრეწველობიდან იღებენ. ლეონარდო დელ ვექიო (18,7 მლრდ) გახლავთ Luxottica-ს შემქმნელი, რომელიც სათვალის მწარმოებელი და რეალიზატორი ყველაზე მასშტაბური კომპანიაა მსოფლიოში. მის მფლობელობაში შედის ბრენდი – Ray-Ban, Oakley, Sunglass Hut…

გუანჯოუ (ჩინეთი)

მილიარდერთა რიცხვი – 16,

საერთო კაპიტალი – 38,8 მილიარდი დოლარი,

უმდიდრესი ადამიანი – ჰუი კა იენი (8,6 მლრდ).

იენი უძრავი ქონებით ვაჭრობს.

დალასი (აშშ)

მილიარდერთა რიცხვი – 16,

საერთო კაპიტალი – 51 მილიარდი დოლარი,

უმდიდრესი ადამიანი – ენდრიუ ბეალი (9,4 მლრდ). მან კოლეჯიდან გაძევების შემდეგ პრობლემური აქტივები შეიძინა. 2001 წელს პოკერ-თამაშებში გაიმარჯვა და მოგებული ფულით უზარმაზარი მიწის ფართობი შეიძინა 100 მილიონ დოლარად.

ჰანჯოუ (ჩინეთი)

მილიარდერთა რიცხვი – 17,

საერთო კაპიტალი – 60,8 მილიარდი დოლარი,

უმდიდრესი ადამიანი – ჯეკ მა (20,5 მლრდ).

ის ინტერნეტკომპანია “ალიბაბა ჯგუფის” დამაარსებელია. ყალბი პროდუქციის გაყიდვაში დადანაშაულების მიუხედავად, “ალიბაბა” მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინმოვაჭრეა.

ტოკიო (იაპონია).

მილიარდერთა რიცხვი – 18,

საერთო კაპიტალი – 62,3 მილიარდი დოლარი,

უმდიდრესი ადამიანი – ტადაში იანაი (14,6 მლრდ). ის Uniqio-ს მფლობელია, ყველაზე სწრაფი საცალო პროდუქციის მწარმოებელია.

ტაიბეი (ტაივანი).

მილიარდერთა რიცხვი – 20,

საერთო კაპიტალი – 42,2 მილიარდი დოლარი,

უმდიდრესი ადამიანი – ტერი გოუ (5,6 მლრდ).

ქალაქის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა დააარსა კომპანია, რომელმაც მრავალი დაბრკოლება გამოიარა, მათ შორის ყველაზე სკანდალური თანამშრომელთა თვითმკვლელობა იყო… გოუს კომპანია გახლავთ ტაიბეის მსხვილი ტექნოლოგიური ინდუსტრიის ნაწილი.

ლოს-ანჯელესი (აშშ).

მილიარდერთა რიცხვი – 20,

საერთო კაპიტალი – 70,7 მილიარდი დოლარი, უმდიდრესი ადამიანი – პატრიკ სუნშიონგი (11,9 მლრდ).

იგი NantWorks-ის დამაარსებელია. კომპანიის, რომელიც პაციენტთა მონაცემებს აგროვებს და გენეტიკური ინფორმაციის საფუძველზე, ჯანდაცვაში რევოლუციურ ძვრებს ახდენს.

სინგაპური (ქალაქი-სახელმწიფო აზიაში).

მილიარდერთა რიცხვი – 21,

საერთო კაპიტალი – 54,5 მილიარდი დოლარი, უმდიდრესი ადამიანები – რობერტ & ფილიპი (7,6 მლრდ).

ძმებმა უძრავი ქონების ბიზნესი სინგაპურიდან ავსტრალიამდე გააფართოეს.

პარიზი (საფრანგეთი).

მილიარდერთა რიცხვი – 22,

საერთო კაპიტალი – 147 მილიარდი დოლარი, უმდიდრესი ადამიანი – ლილიანა ბეტენქორთი (36,1 მლრდ).

ყველაზე მდიდარი ქალბატონი კოსმეტიკის კომპანია L’Oreal-ის დამფუძნებლის, ეჟენ შულერის ქალიშვილია.

სტამბოლი (თურქეთი).

მილიარდერთა რიცხვი – 26,

საერთო კაპიტალი – 39 მილიარდი დოლარი,

უმდიდრესი ადამიანი – მურად ულკერი (2,9 მლრდ). ულკერი თურქეთის უმსხვილესი საკვებმომმარაგებელი კომპანიის Yildiz Hholding-ის თავმჯდომარეა.

სან ფრანცისკო (აშშ).

მილიარდერთა რიცხვი – 28,

საერთო კაპიტალი – 74,5 მილიარდი დოლარი, უმდიდრესი ადამიანი – დასტინ მოსკოვიცი (8,9 მლრდ).

ის კომპანია Workflow software-ის თანადამფუძნებელია. მისი შემოსავლის ძირითადი ნაწილი Facebook-ის წილიდან მოდის.

მოსკოვიცი ცუკერბერგის კოლეჯის მეგობარია და მას ვებსაიტის ამუშავებაში დაეხმარა.

შენჯენი (ჩინეთი)

მილიარდერთა რიცხვი – 30,

საერთო კაპიტალი – 78 მილიარდი დოლარი,

უმდიდრესი ადამიანი – მა ჰუატენგი (16,6 მლრდ). ინტერნეტმრეწველობის მაგნატი Tancent Holdings-ის თანადამაარსებელია.

სეული (სამხრეთ კორეა)

მილიარდერთა რიცხვი – 30,

საერთო კაპიტალი – 73,9 მილიარდი დოლარი,

უმდიდრესი ადამიანი – კუნჰეი ლი (9,6 მლრდ) ის კორეის ყველაზე დიდი კონგლომერატის Samsung Group-ის თავმჯდომარეა.

შანხაი (ჩინეთი)

მილიარდერთა რიცხვი – 31,

საერთო კაპიტალი – 66,1 მილიარდი დოლარი,

უმდიდრესი ადამიანი – ცაი ენგ-მენგი (6 მლრდ).

კრეკერებისა და მარილიანი მიწის თხილის წარმოებამ მისი წარმატება განაპირობა. შემოსავლის ნაწილი მედიასაშუალებებში არსებული წილებიდან შესდის.

მუმბაი (ინდოეთი)

მილიარდერთა რიცხვი – 32,

საერთო კაპიტალი – 115,1 მილიარდი დოლარი,

უმდიდრესი ადამიანი – მუკეშ ამბანი (19,3 მლრდ). ნავთობის ფასის ვარდნის გამო მისმა წილმა ნავთობისა და გაზის კომპანია Reliance industries-ში გარკვეული დანაკარგები განიცადა, თუმცა, არ ჩაძირულა.

ლონდონი (დიდი ბრიტანეთი)

მილიარდერთა რიცხვი – 48,

საერთო კაპიტალი – 187,7 მილიარდი დოლარი,

უმდიდრესი ადამიანი – ლენ ბლავატნიკი (15,3 მლრდ).

დაიბადა უკრაინაში, გაიზარდა მოსკოვში, განათლება კი ამერიკაში მიიღო. ლენ ბლავატნიკმა ენერგეტიკაში დროული ინვესტიციითა და 2009 წელს ნავთობპროდუქციის გიგანტის LyondellBasell-ის გაკოტრების თავიდან არიდებით, წარმატებას მიაღწია.

პეკინი (ჩინეთი)

მილიარდერთა რიცხვი – 51,

საერთო კაპიტალი – 149,9 მილიარდი დოლარი,

უმდიდრესი ადამიანი – ვენგ იანლინი (28,7 მლრდ).

პეკინის ყველაზე მდიდარი ადამიანი თანხებს ამერიკულ გასართობ კომპანიებში აბანდებს. მან 2,6 მილიარდ დოლარად იყიდა კინოთეატრთა ქსელი AMC Entertaiment Holdings.

მოსკოვი (რუსეთი)

მილიარდერთა რიცხვი – 60,

საერთო კაპიტალი – 217,6 მილიარდი დოლარი,

უმდიდრესი ადამიანი – ლეონიდ მიხელსონი (14,4 მლრდ).

თავდაპირველად ლეონიდი ოსტატად მუშაობდა კომპანიაში, რომელსაც რუსეთში გაზის მილი გაჰყავდა.

ამჟამად ის ბუნებრივი აირისა და ნავთობპროდუქციის მწარმოებელ კომპანია Sibur-ის მფლობელია. ასევე, მთავარი აქციონერია ბუნებრივი აირის პროვაიდერ Novatek-შიც.

ჰონკონგი (ჩინეთი)

მილიარდერთა რიცხვი – 68,

საერთო კაპიტალი – 261,3 მილიარდი დოლარი,

უმდიდრესი ადამიანი – ლი კა-შინგი (27,4 მლრდ). იგი პლასტმასით მოვაჭრე ფირმაში მუშაობდა, შემდგომ ბიზნესი წამოიწყო და წარმატებას მრავალფეროვანი პორტფოლიოს მეშვეობით მიაღწია, რომელშიც გამოიკვეთა ინტერესი პორტებსა და ტელეკომუნიკაციებში.

ნიუ-იორკი (აშშ)

მილიარდერთა რიცხვი – 79,

საერთო კაპიტალი – 364,6 მილიარდი დოლარი,

უმდიდრესი ადამიანი – მაიკლ ბლუმბერგი (40 მლრდ).

ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერია. მათგან ყველაზე მდიდარი ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგია. თვითდამკვიდრებული მილიარდერი ამჟამად Bloomberg LP-ის აღმასრულებელი დირექტორია.

წყარო: post.free.ge