პირველადი დახმარების აფთიაქი აპრილში 15.1%-ით გაიაფდა

0
25
პირველადი დახმარების აფთიაქი აპრილში 15.1%-ით გაიაფდა

ჯანდაცვის პლატფორმა ფანასკერტელი ფარმა მონიტორის ფარგლებში ამჯერად პირველადი დახმარების აფთიაქში შემავალი მედიკამენტებისა და სიის გამოქვეყნებით აგრძელებს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასების მონიტორინგს.

მარტისა და აპრილის თვეებში ორგანიზაციამ უკვე გამოაქვეყნა  ჩვილის, ოჯახისა და ბავშვის აფთიაქის კვლევის შედეგები.

მედიკამენტების ფასისა და სიის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ პირველადი დახმარების აფთიაქის ღირებულება  აპრილში 15.1 %-ით გაიაფდა. კერძოდ,  მარტის თვეში პირველადი დახმარების აფთიაქის შესავსებად  158 ლარი და 45 თეთრი იყო საჭირო, ხოლო აპრილის თვეში 32 საჭირო მედიკამენტისა და აქსესუარის საერთო ღირებულებამ 134 ლარი და 45 თეთრი შეადგინა.

კვლევის ჩატარების პერიოდში ფასი შემცირდა რამდენიმე მედიკამენტზე. მაგალითისთვის: პრეპარატ კეტოროლაკის ღირებულება მარტის თვეში 9 ლარი იყო, ხოლო აპრილში იგივე მედიკამენტის ფასი 1.35 თეთრამდე შემცირდა.

ორგანიზაციამ მედიკამენტების ღირებულება 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა. პირველადი დახმარების  აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სია და ფასი ასე გამოიყურება:
                                            

პირველადი დახმარების აფთიაქი:

მოწამვლის დროს საჭირო მედიკამენტები:
რეჰიდრონი ოპტიმი -25.95ლ
ფესტალი- 1.74ლ
ნოშპა(N20)- 2.50ლ
ნახშირი (თეთრი კარბოაქტივი)- 3.12ლ

ტკივილგამაყუჩებლები:
იბუპროფენი-2.80ლ
კეტოროლაკი  (ჰუმანითის) – 1.35ლ

ხველების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი პრეპარატები:
სალბუტამოლის სულფატი ინჰალ. აეროზოლი – 6.95ლ
პარაცეტამოლი- 0.30ლ
ამბროქსოლი-  1.30ლ

ანტიჰისტამინური:
ცეტირიზინი – 3.50ლ

წნევის დამწევი წამლები:
კაპტოპრილი(N=20, 50გ)- 4.60ლ
ადიპინი(N30, 10გ) – 13.70ლ

გულის საშულებები:
კორსიზი- 1.50ლ
ამიაკის ხსნარი-  1.00ლ
ნიტროგლიცერინი – 0.85ლ
ვალიდოლი- 0.44ლ
კო-ენალაპრილ- 5.30ლ

დამაწყნარებელი:
სომნა-რიცი- 5.00ლ

ანტისეპტიკური საშუალებები:
ლეიკოპლასტირი (ბაქტერიოციდული)2.00ლ
სტერილური დოლბანდი (7*14სმ) 1.04ლ
ბამბა (სტერილური)-1.00ლ
ბრილიანტის მწვანე -0.30ლ
წყალბადის ზეჟანგი –  1.25ლ
იოდი (ბეტადინი)  (100გ)- 0.51ლ
თურმანიძის მალამო- 4.90ლ
ოქსოლინის მალამო-1.10ლ
საინექციო წყალი-0.80ლ

აქსესუარები:

ფონეიდესკოპი- 12.80ლ
ხელთათმანი (სტერილური)- 0.55ლ
თერმომეტრი- 10.00ლ
ჟგუტი-  14.80ლ
მაკრატელი – 1.50ლ

სულ: 134,45ლ

ჯანდაცვის პლატფორმა განაგრძობს  სხვადასხვა სეგმენტისათვის საჭირო აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სიასა და მათ ფასზე დაკვირვებას. ორგანიზაცია მომავალშიც მიადევნებს თვალს მედიკამენტების ფასთა ცვლილებას, ფარმაცევტულ ბაზარზე გამოკვეთილ ზრდა-კლების ტენდენციების შესწავლას.