ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ათეული ცნობილია

0
35
ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ათეული ცნობილია

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ათეული ცნობილია. ათეულში მოქმედი პარლამენტარი მხოლოდ ორია.

დღეს საღამოს  ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს კრება გაიმართა, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

რუსთავი2-თვის ცნობილი გახდა საარჩევნო სიის პირველი ათეული. თუმცა, შესაძლოა, სია არც დაემთხვეს ოფიციალურად გამოქვეყნებულს.

პირველი ათეულის შემადგენლობა ასეთია: 1. დავით ბაქრაძე; 2. ელენე ხოშტარია – საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი. ის მანამდე სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე; 3. რომან გოცირიძე – ეროვნული ბანკისხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობდა და ახალა არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი; 4. ნიკა მელია – თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი; 5. გიორგი ტუღუში – არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი და ყოფილი სახალხო დამცველი; 6. ოთო კახიძე – ადვოკატი, რომელიც მანამდე იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა; 7. სალომე სამადაშვილი – საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი ევროკავშირსა და ბელგიაში; 8. ირაკლი აბესაძე – თბილისის საკრებულოს წევრი და ქალაქის ყოფილი ვიცე-მერი; 9. სერგი კაპანაძე – საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი და 10. სერგო რატიანი.

პოლიტსაბჭო სიის მეორე ათეულზე მუშაობს. ოფიციალური სია, სავარაუდოდ, ხვალ ოფიციალურ ღონისძიებაზე გახდება ცნობილი.