ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისთვის GOOGLE შეიძლება 3 მილიარდი ევროთი დაჯარიმდეს

0
25
ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისთვის GOOGLE შეიძლება 3 მილიარდი ევროთი დაჯარიმდეს

ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის გამო, ევროკომისიამ კორპორაციას Google შეიძლება 3 მილიარდი ევროს მოცულობის ჯარიმა დააკისროს, – აღნიშნულის შესახებ Business Insider წერს.

რეგულატორის გადაწყვეტილება უახლოესი დღეების განმავლობაში გახდება ცნობილი.

ევროკომისიის გამოძიება 2010 წლიდან მოყოლებული გრძელდება. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი კომპანიას Google ვეროპის საძიებო სისტემის ბაზარზე დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

ევროკომისას შეუძლია კომპანიებს იმ მოცულობის ჯარიმა დააკისროს, რომელიც კორპორაციების წლიური მოგების 10%-ს შეადგენს. როგორც გამომცემლობა აღნიშნავს, ამ შემთხვევაში კორპორაციის Google ჯარიმამ შეიძლება 3 მილიარდ ევროზე მეტი შეადგინოს.

ამ ეტაპზე, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევისთვის ყველაზე დიდი ჯარიმა, რაც კი ევროკომისიას დაუკისრებია, კომპანიის Intel მიმართ ოყო, რომელმაც მილიარდი ევრო შეადგინა.