ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები

0
82
ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები

გამოცემამ Forbes მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად ამერიკული კომპანია Apple ზედიზედ მეექვსედ დაასახელა. კომპანია საგრძნობლად უსწრებს Google-ს, Microsoft-ს და Coca-Cola-ს.

Apple -ის ღირებულება ბოლო ერთ წელიწადში 6%-ით გაიზარდა და 20016 წელს 154,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ყოველწლიურად  კომპანია რეკლამაზე 1,8 მილიარდ დოლარს ხარჯავს.

Forbes-ის ვერსიით მეორე ადგილზეა კომპანია Google. მისი ღირებულება 87%-ით ნაკლებია ვიდრე Apple-ის და  82,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპანიის სარეკლამო ხარჯები ყოველწლიურად 3,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მესამე ადგილზე 75,2 მილიარდი დოლარის ღირებულების მქონე ამერიკული კომპანია Microsoft-ია, რომელიც რეკლამაში 1,9 მილიარდ დოლარს ხარჯავს.

ძვირადღირებული ბრენდების ხუთეულში მოხვდნენ Coca-Cola(58,5 მლრდ დოლარი) და Facebook (52,6 მლრდ დოლარი).

რეიტინგის ათეულში შევიდნენ იაპონური კომპანია Toyota (42,1 მლრდ), ამერიკული IBM (41,4 მლრდ), Disney (39,5 მლრდ), McDonald (39,1 მლრდ) და GE (36,7 მლრდ).