“საქართელოს ბანკი”-ს EXPRESS კრედიტზე პროცენტი 200-ს აჭარბებს

0
44
“საქართელოს ბანკი”-ს EXPRESS კრედიტზე პროცენტი 200-ს აჭარბებს

 

“საქართველოს ბანკი” მომხმარებელს EXPRESS კრედიტს გაზრდილი ლიმიტით სთავაზობს. ახალი პირობების თანახმად, უკვე 1000 ლარის მიღება შეიძლება რამდენიმე წუთში. აღნიშნულის შესახებ საქართველოს უმსხვილესმა ბანკმა კლიენტებს სმს შეტყობინებით აცნობა. საინტერესოა, რომ მომხმარებელს უკვე დამტკიცებული სესხის შესახებ მიდის სარეკლამო შეტყობინებები. ეს მაშინ, როცა ამ კლიენტებს სესხის მისაღებად განაცხადიც არ შეუვსიათ. გაზეთი “ბანკები და ფინანსები” შეეცედა გაერკვია “საქართველო ბანკის” EXPRESS კრედიტის რეალური პირობები.

აღსანიშნავია, რომ ბანკი EXPRESS კრედიტს როგორც 0%-იან სესხს ისე არეკლამებს, თუმცა, “საქართველო ბანკის” ზემოაღნიშნული სწრაფი სესხი ერთ-ერთი ძვირი პროდუქტია საკრედიტო ბაზარზე. EXPRESS კრედიტის პირობები შემდეგია: მსესხებლის ასაკი: 20-დან 65 წლამდე უნდა იყოს; კრედიტის მაქსიმალური ვადა 12 თვეა, ხოლო წინსწრებით დაფარვის საკომისიო 0%-ია. სესხის მიღება ხდება მხოლოდ პირადობის მოწმობით რამდენიმე წუთში.

რაც შეეხება კრედიტის დაფარვას, სესხის მოსახურებისთვის თვეში ორჯერ, 2 კვირაში ერთხელ კლიენტი იხდის კრედიტის გადავადების საკომისიოს. თუმცა, ამ საკიმისიოების გადახდისას არ მცირდება სესხის ძირი, შესაბამისად კრედიტის დაფარვა ხდება მაშინ, როდესაც სრულად გადაიხდით ძირ თანხას. სანამ არ გადაიხდით ძირ თანხას სრულად მოგიწევთ კრედიტის გადავადებისათვის საკომისიოს შეტანა ყოველ  2 კვირაში ერთხელ.

იმისთვის, რომ ნათელი წარმოდგენა შეგვექმნას, თუ რა ხარჯებთანაა დაკავშირებული EXPRESS კრედიტის მომსახურება ამისთვის განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი, – 1000 ლარიანი სესხის აღების შემთხვევა.

1000 ლარიანი EXPRESS კრედიტის აღების შემთხვევაში, კლიენტს უწევს სესხის დამტკიცების საკომისიოს გადახდა 44 ლარის ოდენობით, შესაბამისად მომხმარებელს ანგარიშზე დაერიცხება 956 ლარი. თუმცა, თანხის მისაღებად მოგიწევთ თანხის განაღდების საკომისიოს 0,2%-ის (მინიმუმ 20 თეთრი) გადახდა, რაც ამ შემთხვევაში 1,9 ლარს შეადგენს. ანუ, 1000 ლარიანი EXPRESS კრედიტის გაკეთების შემთხვევაში კლიენტი ხელზე აიღებს 954 ლარს.

1000 ლარიანი EXPRESS კრედიტის აღებიდან ყოველ 2 კვირაში ერთხელ, სანამ სრულად არ დაფარავთ ნასესხებ თანხას, მომხმარებელს უწევს სესხის მომსახურების საკომისიოს 44 ლარის გადახდა. ანუ, თვეში 88 ლარის გადახდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ 88 ლარის გადახდისას არ იფარება კრედიტის ძირი თანხა, შესაბამისად, ეს საკომისიო მხოლოდ კრედიტის გადავადებას ემსახურება. მარტივად, რომ ავხსნათ ზუსტად იგივე პრინციპია, რაც ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების შემთხევავში, – ავადებთ სესხს, მანამ სანამ სრულად არ დაფარვათ ძირს. თუმცა, EXPRESS კრედიტი 12 თვიანია, შესაბამისად მისი უფრო გადავადება არ ხდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის კალკულატორის თანახმად, თუ თქვენ 1000 ლარიან EXPRESS კრედიტის აიღებთ 12 თვის ვადით, თქვენი სეხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 210%-ი იქნება.

მკითხველს შევახსენებთ, რომ სესხის წლიურ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომლის გამოთვლისას გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი, რაც ამ კრედიტის მომსახურებას სჭირდება და ამ ხარჯების გაწევის პერიოდი.

თუ თქვენ 6 თვეში მოახერხებთ 1000 ლარის დარაფვას, მაშინ თქვენი EXPRESS კრედიტი 231%-იანი სესხი იქნება, ხოლო თუ 2-3 თვის ვადით გამოიყენებთ აღნიშნულ პროდუქტს მაშინ 280-320%-იანი კრედიტს მიიღებთ. საინტერესოა, რომ თუ EXPRESS კრედიტს მხოლოდ 1 თვით აიღებთ, როგორც ეს ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებიდან თანხის სესხებისას ხდება, მაშინ “საქართველოს ბანკის” სწრაფი სესხის საპროცენტო განაკვეთი 445%-მდე გაიზრდება, რაც თითქმის იგივე ოდენობაა, რა პროცენტში ონლაინ სესხები გასცემენ კრედიტებს. მათ მიმათ კი ბოლო დროს ესეოდენ დიდი კრიტიკა ისმის საზოგადოებისა თუ მთავრობის მხრიდან. მაგალითად, ეროვნული ბანკის ახალმა პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების რეგულაციება აუცილებელია. რეალობა კი გვიჩვენებს, რომ უკვე რეგულირებად საბანკო სფეროშიც ძალიან მაღალია საპროცენტო განაკვეთები ზოგიერთ პროდუქტზე და ამის ნათელი მაგალითია “საქართველოს ბანკის” EXPRESS კრედიტი.

 

მერაბ ჯანიაშვილი