როგორ იტყუებიან საქართველოში, ანუ „კუშები და ტაიმბოლები“

0
46
როგორ იტყუებიან საქართველოში, ანუ „კუშები და ტაიმბოლები“

„უფასო და ფასიანი პროგნოზები“, „VIP პროგნოზები“, “Gold პროგნოზები“ , „დავამარცხოთ ტოტალიზატორი“ – ამ და მსგავსი დასახელების მქონე გვერდები უკვე აქტიურად დამკვიდრდნენ ჩვენს ვირტუალურ ყოველდღიურობაში და ძალიან ხშირად, მოთამაშეთა წარუმატებლობის მთავარი მიზეზიც ხდებიან.

ავტორის შენიშვნა: სანამ უშუალოდ თემის მიმოხილვას დავიწყებდე, მინდა ზემოთ ნახსენები ფეისბუქ გვერდები ერთი სახელის (კუშები და ტაიმბოლები) ქვეშ გავაერთიანო, ანუ ჩემს სტატიაში „კუშები და ტაიმბოლები“ იქნება მსგავსი ფეიჯების ზოგადი სახელი.
ახლა კი დეტალურად მოგიყვებით კუშების და ტაიმბოლები_ს კონტენტზე, მიზნებსა და რეალურ სახეზე.

ნებისმიერი მსურველი, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ იღებს მაღალკვალიფიციური კადრის მიერ შედგენილ ბილეთს – თითქოს ამ ისტორიაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ თუ საკითხს საფუძვლიანად გამოვიძიებთ, არა თუ გასაკვირს, არამედ საგანგაშო ვითარებასაც აღმოვაჩენთ.
„კუშები და ტაიმბოლები“–ს გარკვეული ნაწილი „უცხოური პროგნოზები“_ს ნიღბითაა შებურული.

როგორ იტყუებიან საქართველოში, ანუ „კუშები და ტაიმბოლები“

ვისაც რეალურ უცხოელ პროგნოზისტ–ანალიტიკოსებთან გქონიათ შეხება, დამეთანხმებით, რომ მათი 80–90% დასაქმებულია მათსავე შექმნილ კოოპორატივებში, რომელიც საბოლოო სახით ჩვენამდე მაინც ვებ–გვერდების სახით მოდის (მაგ.: bapa.pro). ექსპერტ–ანალიტიკოსის 1 თვიანი პაკეტის გამოწერა, ყველაზე მცირე 20 ევრო ჯდება, ყურადსაღებია ისიც, რომ ძალიან რთულად თუ მოიძებნება უცხოელი სპეციალისტი, რომელიც ნებისმიერ მსურველს (ამ შემთხვევაში მე) პროგნოზს მოგების შემდეგ გადახდის პირობით მისცემს. დავუშვათ ის ფაქტი, რომ სურათზე აღნიშნული გვერდის მფლობელი მართლაც ყიდულობს სერბი ანალიტიკოსის მიერ გარჩეულ ბილეთს, მისი ბიზნესი კი ბილეთის უფრო ძვირად გადაყიდვაზეა გათვლილი. ამ ლოგიკის მიხედვით, „პროგნოზები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან“_ის მიერ შემოთავაზებული ბილეთი საკმაოდ სოლიდური ფასი უნდა ღირდეს.

როგორ იტყუებიან საქართველოში, ანუ „კუშები და ტაიმბოლები“

ჩემი მოლოდინი არ გამართლდა, ფასი (10ლ.=4.47$) ( უცხოელ ანალიტიკოსების პროგნოზებთან შედარებით) საკმაოდ იაფი აღმოჩნდა. ეს ყველაფერი კი უფრო მკვეთრად უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ამ გვერდის უკანაც ჩვეულებრივი მოზარდი დგას, რომელიც „სათამაშო ფულის“ საშოვნელად, საკუთარ ნახელავს უცხოელ ანალიტიკოსის მიერ მოწოდებულ ბილეთად ასაღებს. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ იგივე ხრიკებით კომერციული მოგების მიღებას არაერთი ადამიანი ცდილობს.

როგორ იტყუებიან საქართველოში, ანუ „კუშები და ტაიმბოლები“

ზემოთ აღწერილი გვერდები „კუშები და ტაიმბოლები“_ს მხოლოდ ერთი კატეგორიაა. მათი მეორე ნაწილი უფრო დიდ ლუკმებს, ტაიმბოლებს ეტანება და სანაცვლოდ შესაბამისად გაცილებით დიდ თანხას ითხოვს.

როგორ იტყუებიან საქართველოში, ანუ „კუშები და ტაიმბოლები“

ალბათ დამეთანხმებით, რომ მსგავსი პოსტის ნახვა თვით ანგელოზსაც შეაცდენდა. იმაშიც უნდა დამეთანხმოთ, რომ ეს კარგად მოფიქრებული ტყუილი ძალიან დამაჯერებლად და ყიდვისკენ მაპროვოცირებლადაა შეფუთული. მოდით სურათზე ასახულ ფაქტს ოდნავ ჩავუღრმავდეთ.

დიდი ალბათობით, თქვენც დაგებადათ ერთი საკმაოდ ლოგიკური კითხვა – თუ სტაბილურად იგებს ამხელა კუშებს, რატომ თითონ არ დებს და არ ხეირობს? რაში სჭირდება ფეისბუქზე, ვირტუალურად „ვაჭრობა“ ? – ამ კითხვით თავად ამ ფეისბუქ ფეიჯს მივამართე.

როგორ იტყუებიან საქართველოში, ანუ „კუშები და ტაიმბოლები“

როგორ იტყუებიან საქართველოში, ანუ „კუშები და ტაიმბოლები“

როგორც თავად ამ გვერდის ადმინისტრატორი გვეუბნება, ის მსგავს, დიდ კუშიან ტაიმბოლს კვირაში, ან 2 კვირაში ერთხელ იღებს, მას მინიმუმ 150 ლარად ყიდის, თავად კი 20 ლარზე მეტს არ დებს. მოდით საქმეში არითმეტიკა ჩავრთოთ – ავიღოთ ყველაზე ცუდი თვე (როცა მთლიან თვეში ყოველ 2 კვირაში მოდიოდა ტაიმბოლი), ტაიმბოლის კოეფიციენტების ნამრავლად კი ჩავთვალოთ სტაბილური 300 (საშუალოდ 400 მაინც აქვთ). ანუ გამოდის, რომ თუ გვერდის მფლობელები 2 კვირაში ერთხელ მიიღებენ 300 კოეფიციენტს და მასზე ფსონის სახით განათავსებენ 20 ლარს, თვის განმავლობაში მიიღებენ – 2 X 300 X 20 = 12 000 ლარს, თანაც ყველაზე ნაკლებად მომგებიან თვეში. წარმოგიდგენიათ ადამიანი, ყოველ თვიურად 12 000 ლარის შემოსავლით, რომელიც ფეისბუქ გვერდს აკეთებს და რამდენიმე 150 ლარის შოვნას ცდილობს? პირადად ჩემთვის, ეს ყველაფერი ძალიან მიამიტურ, ბავშვურ ტყუილად ჟღერს. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ გვერდს მაწყევარიც ბევრი ჰყავს:

როგორ იტყუებიან საქართველოში, ანუ „კუშები და ტაიმბოლები“

როგორ იტყუებიან საქართველოში, ანუ „კუშები და ტაიმბოლები“

დიახ, თავისუფლადაა შესაძლებელია, რომ ამ ორივე გვერდს საერთო მფლობელი ჰყავდეს, მაგრამ ეს სულაც არ აკნინებს ჩემს მოსაზრებას, რომ ამ ტაიმბოლების მომწოდებელი გვერდის უკან კარგად შეიარაღებული აფერისტი დგას. საინტერესოა ისიც, რომ ამ პიროვნების მიერ დაწერილ პოსტს კონკრეტული ადამიანებიც გამოეხმაურნენ, რომლებმაც იგივე ფაქტი დაადასტურეს.

რა თქმა უნდა, ფეხბურთში ჩახედულ არც ერთ ადამიანს ეპარება ეჭვი, რომ სპორტის ამ სახეობაში გარიგებული მატჩები მრავლადაა, მაგრამ ისიც ყველამ იცის, რომ ნებისმიერი მსურველისთვის, 150 ლარის სანაცვლოდ, ამ გარიგებული მატჩების შესახებ გაგება უბრალოდ შ ე უ ძ ლ ე ბ ე ლ ი ა.

ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა არ შეიძლებa და აუცილებლად უნდა ვთქვა ისეთ გვერდებზე, რომლებიც პატიოსნად ამბობენ, რომ საქმეში არანაირი უცხოელი ანალიტიკოსი ან გაყიდული ტაიმბოლი არ ურევია და უბრალოდ თავის ნააზრევს ყიდის მიზერულ ფასად. ვერ გეტყვით რამდენად ზუსტად, რამდენად კარგად იცის ამ კაცმა ის საქმე, რისი საშუალებითაც ფულის შოვნას ცდილობს, მაგრამ ფაქტია, რომ კომერციული ხაზის გამო, აფერისტობას არ კადრულობს.

როგორ იტყუებიან საქართველოში, ანუ „კუშები და ტაიმბოლები“

არიან ისეთებიც, რომლებიც სრულიად უფასოდ ავრცელებენ საკმაოდ მაღალკვალიფიციურ, ლოგიკურად ახსნილ პროგნოზებსა და ბილეთებს (პირადი გამოცდილებიდან) – www.xbet.ge

როგორ იტყუებიან საქართველოში, ანუ „კუშები და ტაიმბოლები“

იმედი მაქვს, ამ სტატიაში მოყვანილი არგუმენტები დაგეხმარებათ გაანალიზოთ უბრალო თაღლითების მიერ მოფიქრებული ხრიკები და არ გახდეთ მათი მსხვერპლი. ჩემი რჩევა იქნება, რომ ენდოთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციას და არ გადაიხადოთ არანაირი თანხა პროგნოზის მისაღებად(მათი 90% თქვენ მოგატყუებთ), ან ისარგებლოთ პროგნოზების მოწოდების უფასო სერვისით.

წყარო: Goal.ge