„აჭარისწყალი ჯორჯიამ“ (AGL) სტუდენტებს სწავლა დაუფინანსა

0
40
„აჭარისწყალი ჯორჯიამ“ (AGL) სტუდენტებს სწავლა დაუფინანსა

„აჭარისწყალი ჯორჯიამ“ დაფინანსება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან  სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიღო.

კომპანია 2015-2016 სასწავლო წლის მეორე სემესტრში დააფინანსა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ჩარიცხული 20 სტუდენტი.

მათ შორის: დაფინანსება გაუგრძელდა 2015 წელს დაფინანსებულ 7 სტუდენტს, რომლებმაც გადალახეს ქვეპროგრამით გათვალისწინებულ ბარიერი – 71% (საშუალო აკადემიური მოსწრება) და 2015-2016 სასწავლო წლის პირველ (შემოდგომის) სემესტრში გავლილ საგნებში არ ჰქონდათ F და FX შეფასება. 2016 წელს ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე დაფინანსდა 2015 წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული 13 სტუდენტი. შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ სამინისტროსთან თანამშრომლობს 2015 წლიდან