PSP-მ ბრიტანული მოდელის ახალი აფთიაქი გახსნა

0
145
PSP-მ ბრიტანული მოდელის ახალი აფთიაქი გახსნა

PSP-მ ბრიტანული მოდელის ახალი აფთიაქი გახსნა. ობიექტი თბილისში აბაშიძის 41-ში მდებარეობს და სამი ნაწილისგან შედგება. ახალი მოდელის ობიექტი სილამაზის, ოჯახზე ზრუნვისა და აფთიაქის კუთხეებს მოიცავს.

ფორმატის განახლებაზე ქართველებთან ერთად ბრიტანელი დიზაინერები და ბრენდინგის სპეციალისტები მუშაობდნენ.

„ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვმუშაობთ და შევეცადეთ ქართველ მომხმარებელზე გათვლილი უნიკალური კონცეფცია შეგვემუშავებინა. ობიექტში ცალკე იქნება გამოყოფილი აფთიაქის ზონა, ცალკე იქნება ყველაფერი ბავშვებისა და ოჯახზე ზრუნვისთვის და დიდი ნაწილი დაეთმობა სილამაზეზე ზრუნვას, რაც ფრანგული და ევროპული ცნობილი ბრენდების პროდუქტების დიდი ასორტიმენტის შეთავაზებას გულისმობს. PSP-ს ახალი ფორმატი სრულიად ინოვაციურია ქართულ ბაზარზე და მსოფლის თანამედროვე ტრენდებს სრულიად პასუხობს. ამგვარი ტიპის აფთიაქი არამარტო საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც არ გვხვდება. აუცილებლად ვურჩევთ PSP-ს წარმომადგენლებს ახალი კონცეფციით დიზაინისა და ბრენდინგის კონკურსში მიიღონ მონაწილეობა“,- აცხადებს კონცეფციის ბრიტანელი თანაავტორი ტობიას ჰაინესი.

2

PSP-ჯგუფის გენერალური დირექტორის გოჩა გოგილაშვილის განცხადებით, ახალი მოდელის აფთიაქების გასხნა ეტაპობრივად მთელს საქართველოში მოხდება.

„PSP 22 წელია, რაც ფარმაცევტული ბაზრის ლიდერია, ჩვენ ვართ ინოვაციური კომპანია, რისი დასტურიც არის დღევანდელი ახალი აფთიაქის ახალი კონცეფციით გახსნა. ეს უფრო მეტია, ვიდრე აფთიაქი. ახალი  კონცეფცია ჩვენს ბრიტანელ კოლეგებთან ერთად დამუშავდა და ჩვენ მაქსიმალურად მოვარგეთ ქართველი მომხმარებლის მოთხოვნებს. ეს არის პირველი და გაგრძელდება ასეთი აფთიაქების გაკეთება, რადგან, როგორც ვხედავთ, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც სტუმრებში, ასევე მომხარებლებს შორის“,- აცახდებს გოჩა გოგილაშვილი.

PSP-ს  ინფორმაციით, მომხმარებელს ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასს შესთავაზებენ. მედიკამენტებზე ფასდაკლების დღეებად კვლავ სამშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი რჩება.

1

ახალი აფთიაქი გამორჩეული იმითაც იქნება, რომ ყოველ პარასკევს 14:00-დან 20:00-საათამდე მომხმარებელს საშუალება ექნება უფასოდ გაიკეთოს მაკიაჟი და ჩაიტაროს კანის დიაგნოსტიკა. ამასთან, ყველა, ვინც 10 ლარის პროდუქტს შეიძენს ავტომატურად ჩაერთვება PSP-ს წამახალისებელ გათამაშებაში და მერსედესის, ბინისა თუ 2–ათასლარიანი ხელფასის მოგების შანსს მიიღებს.

ანალოგიური ტიპის აფთიაქები თბილისის ყველა უბანში და საქართველოში თითქმის ყველა რეგიონში გაიხსნება.