გერმანია საქართველოს 140 მილიონს გამოუყოფს

0
22
გერმანია საქართველოს 140 მილიონს გამოუყოფს

საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორისს ფინანსური თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსათვის 135 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსისა და 5 მილიონი ევროს გრანტის სახით გამოყოფას შემდეგი პროექტების დასაფინანსებლად:

საფინანსო სექტორის მხარდაჭერა საქართველოში;

ნარჩენების კლიმატისთვის უსაფრთხო მართვა II;

ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა II;

აჭარის სოფლების წყლით მომარაგება და კანალიზაციის სისტემების მოწყობა.