2016 წლის მონაცემებით 650 ათასი კერძო სადაზღვევო პოლისი გაიცა

0
28
2016 წლის მონაცემებით 650 ათასი კერძო სადაზღვევო პოლისი გაიცა

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, 2016 წლის მონაცემებით, 650 ათასი კერძო სადაზღვევო პოლისი გაიცა, ეს ადამიანები კერძო დაზღვევით სარგებლობენ, რომელსაც სახელმწიფო ფულს არ უხდის.

„ისინი თავისი ჯიბიდან იხიდიან. ეს სავარაუდოდ ის ნაწილია, მაღალი და საშუალო შემოსავალი რომ აქვთ. ეს მოსახლეობის 17 პროცეტია. საჯარო დაწესებულებები საყოველთაო ჯანდაცვით არ სარგებლობენ და კერძო დაზღვევაში არიან ანუ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ფულს საკუთარი ხელფასიდან იხდიან. სამინისტროებში ერთადერთი გამოკალისი მე ვარ, ჯანდაცვის სამინისტრო კი, მთლიანად კორპორაცული დაზღვევით სარგებლობს. ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ სიმბოლურად, თეორიულად, საყოველთაო დაზღვევის ბენეფიციალი ვყოფილიყავი, თუმცა 3,5 წლის მანძილზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკუთრი ჯანმრთელობისთვის ერთი კაპიკიც არ დამიხარჯავს. ამას სხვა გზებით ვაგვარებ და საბედნიეროდ, ჯანმრთელობის მოვლა არ დამჭირვებია“,

– განაცხადა მინისტრმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე.

დავით სერგეენკოს თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა შენარჩუნებული იქნება.