ბარამბოს ახალი გემო

0
74
ბარამბოს ახალი გემო

წელს ბარამბოს არსებული ნაყინის ასორტიმენტის გემო სრულად განახლდა, ასევე დაემატა ახალი სახეობები და შეიცვალა პროდუქციის შეფუთვაც. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბუნებრივი უცხიმო რძის და ხრაშუნა ვაფლთან შერწყმული ბელგიური შოკოლადის ნედლეულის, ნატურალური ვანილის და ეკოლოგიურად სუფთა ხილის ჰარმონიული შერწყმით ახალი სხვადასხვა სახის, ზუსტად დაბალანსებული გემო შეიქმნა. ასორტიმენტს დაემატა კრემ-ბრულე ბარამბო „ბურგერი“ (ორცხობილით) და ნაყინი ორცხობილით და შოკოლადით „Twins“-ი.

მნიშვნელოვანი სიახლე არის ახალი ხაზის Barambo Export-ის ნაყინის გამოჩენა ქართულ ბაზარზე, რაც მოიცავს საუცხოო გემოვნური თვისებებით გამორჩეულ ასორტიმენტს, ბარამბომ ქართულ წარმოებაში პირველმა – გამოუშვა: ნაყინის ტორტის 3 სახეობა: Barambo Export-ი ნაყინის ტორტი პანაკოტა მარწყვი, ასევე კარამელი-ვანილი და ნაყინის ტორტი ტირამისუ-ბისკვიტი. მნიშვნელოვანი სიახლეა Barambo Export-ის 500 მილილიტრიანი ინდივიდუალური სახის ნაყინიც – გამორჩეული გემოებით – Barambo Export-ი ვანილი შოკოლადის ნატეხებით, ლეღვი, კრემ-ბრულე კარამელის ნატეხებით, ბრაუნი, ასევე დიდი ზომის კონუსი ვანილი-შოკოლადი შოკოლადის ტოპინგით და იოგურტის ნაყინი ალუბლის ტოპინგით.

ბარამბომ ექსპორტის ხაზის ქვეშ საოჯახო ტიპის ნაყინის მრავალფეროვანი ასორტიმენტიც შესთავაზა მომხმარებელს: Barambo Export-ი საოჯახო ვანილი, საოჯახო ნიგოზი, საოჯახო პანაკოტა მაყვლის ტოპინგით, საოჯახო შოკოკრემი, (1000 მილილიტრიანი), ასევე საოჯახო 2000 მილილიტრიანი ვანილი-შოკოლადი და საოჯახო პანაკოტა მარწყვის და შავი მოცხარის ტოპინგით. 5000 მილილიტრიანი შეფუთვით კი გამოვიდა საოჯახო ვანილი, საოჯახო ვანილი-შოკოლადი-ბისკოტინო, საოჯახო ჟოლო-პანაკოტა-მოცხარი.

ახალი ხაზის შექმნა მომხმარებლისთვის სიურპრიზი იყო და Barambo Export-ის ნაყინის გამოჩენისთანავე მოწონება და პოპულარობა მალევე მოიპოვა ბაზარზე.