არჩილ კონცელიძე ლარის დასტაბილურებას არჩევნების შემდეგ პროგნოზირებს

0
79
არჩილ კონცელიძე ლარის დასტაბილურებას არჩევნების შემდეგ პროგნოზირებს

საცალო დაკრედიტების ზრდას და სამომხმარებლო ბაზრის გააქტიურებას „ვითიბის“  გენერალური დირექტორი ლარის დასტაბილურების შემდეგ ვარაუდობს, რასაც რამდენიმე თვეში ელის, საარჩევნო ბატალიების შემდეგ.

არჩილ კონცელიძე  I კვარტალში ბანკის საქმიანობას  მაღალ შეფასებას აძლევს, კორპორაციული მიმართულებით  შთამბეჭდავ ზრდას ამჩნევს, ბიზნესის  აქტივობა მაღალია.  გარკვეული შეფერხებებია  სამომხმარებლო ბაზარზე,  ლარის  ნაკლებად პროგნოზირებადი კურსის  გამო, მომხმარებელი ფრთხილობს სესხის აღებისას, შესაბამისად,  ბაზრიდან არ არის საკმარისი მოთხოვნა.

კონცელიძის განცხადებით, ვითიბიმ  გაფართოების სტრატეგიული გეგმის შესრულება შეძლო, იმის მიუხედავად, რომ  დაგეგმილ გამსხვილებაში ხელი შეეშალა.  ადგილობრივი სიდიდით მე-4 ბანკის  შესყიდვა  ვერ მოხერხდა.  ( საბანკო წრეებში  ყველა ლაპარაკობს, რომ “ლიბერთის” აქტივის  გაყიდვა ჭირს,  რადგან  2009 წლის ნასყიდობის ხელშეკრეულებას ბანკის ყოფილი აქციონერი ეჭვქვეშ აყენებს).

ბანკმა I  კვარტალი 3,5 მლნ ლარის მოგებით დაასრულა,  აქტივების (1,3 მლრდ)  მიხედვით  კი, საბანკო ბაზრის TOP-5 -ოსნებშია.

წყარო: gbc.ge