GEM FEST 2016-ის საბოლოო ლაინაფი 15 აპრილს გახდება ცნობილი

0
82
GEM FEST 2016-ის საბოლოო ლაინაფი 15 აპრილს გახდება ცნობილი

15 აპრილს, 19:30 საათზე დოდო აბაშიძის #10-ში(მარჯანიშვილზე, TBC ბანკის სათაო ოფისთან) GEM FEST 2016-ის საზეიმო შეკრება-ივენთ-პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც ჰედლაინერები დაანონსება და  ლაინაფის 90% გახდება ცნობილი. ასევე გაიმართება ახალი ვიდეოს პრეზენტაცია და GEM FEST 2016-ის ოფიციალური პარტნიორები დასახელდება. ლაინაფის დაანონსებისთანავე მოიმატებს ფესტივალზე დასასწრები ბილეთის ფასი. ღონისძიების მხარდამჭერია კომპანიები Sound Group და Visual Group. 15 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებაზე ფესტივალზე დასასწრებად მედია საშუალებების პირველადი რეგისტრაცია/აკრედიტაცია მოხდება.