ფასადის დემონტაჟი თუ ჩამონგრევა? – “ანაგი” m2-ის კორპუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

0
203
m2-ის ახლადაშენებული კორპუსის გარე ფასადი ჩამოიშალა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორაა ჩამონგრეული m2-ის მიერ აშენებული საცხოვრებელი კორპუსის ფასადი.

„აი, რითი აპირკეთებს m2 თავიანთი ნაშენები შენობების გარე ფასადებს – ბეტონზე ქაფითაა მიმაგრებული პენოპლასტის ფილები. ამიტომაც ჩამოიშალა დღეს გამთენიისას ვაჟას მე-2 კვარტალში. კიდევ კარგი მზიდი კედლები ჟელატინისგან არაა დამზადებული, თუმცა რა ვიცით“, – წერს მოქალაქე რატი თორდია და აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელ სურათებს აქვეყნებს.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას მალევე გამოეხმაურა სამშენებლო კომპანია “ანაგი”, რომელიც m2-ის კონტრაქტორი, მშენებელი კომპანიაა.  “ანაგი”–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში დაზუსტებულია, რომ ფოტოები მაშინ არის გადარებული, როდესაც კომპანია თავად ახდენდა ფასადის დემონტაჟს და ეს სამუშაოები გეგმიური იყო, შესაბამისად, საქმე არა ფასადის ჩამონგრევასთან, არამედ გეგმიურ დემონტაჟთან გვაქვს.  ,,ანაგში” ასევე აცხადებენ, რომ სამუშაოები ფასადზე რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა, რის შესახებაც წინასწარ, 6 აპრილს, ეცნობათ „m² ნუცუბიძის“ მაცხოვრებლებს.

,,გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, თითქოს „m² ნუცუბიძეზე“ ჩამოიშალა ფასადი სიმართლეს არ შეესაბამება. სამუშაოები ფასადზე რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა, რის შესახებაც წინასწარ, 6 აპრილს, ეცნობათ „m² ნუცუბიძის“ მაცხოვრებლებს. აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებს კომპანია „ანაგი“. ამ დროისთვის მიმდინარეობს, „m² ნუცუბიძეზე“ საცხოვრებელი კომპლექსის ფასადის სრული რევიზია. ეს  ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია, მშენებლობის დასრულების შემდეგ, რადგან მუდმივად ხორციელდება მონიტორინგი.

„მიღებული წესის თანახმად, ფასადზე, რომლის მოწყობის სამუშაოებიც რამდენიმე თვის წინ დასრულდა, ჩატარდა გეგმიური მონიტორინგი. ამჟამად, ობიექტზე მიმდინარეობს გეგმიური სამუშაოები. კომპანია ანაგი თავად ფარავს აღნიშნული სამუშაოების ხარჯებს. ფილები, რომელიც მიეკვრება ძლიერი ადჰესიური მასალის გამოყენებით ფასადს, მოჭიდების ძლიერი მახასიათებლები აქვს და გათვლილია მკაცრ კლიმატურ პირობებზე, ყველა მოსაპირკეთებლად გამოყენებული მასალა სერტიფიცირებულია დადგენილი წესით“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 1              2

4                       3