
საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები თებერვალში 73.8 მლნ ლარით (0.5%) გაიზარდა, 14.6 მლრდ ლარამდე.
სებ-ის „თვის მიმოხილვის“ თანახმად, წლიური ჭრილში ზრდაა 18%Y.Y.
ვალდებულებების ზრდა სავალუტო დეპოზიტების ლარში გამოსახული მაჩვენებლის მატებამ განაპირობა.
ლარის პორტფელი თებერვალში 45.1 მლნ ლარით (1.1%) შემცირდა, 4,2 მილიონამდე.
ეროვნული ვალუტით დეპოზიტების კლება მეტწილად მიმდინარე ანგარიშების შემცირებამ განაპირობა.
ლარის რესურსის 35.9% ფიზიკური პირების დეპოზიტებზე მოდის.
კორპორაციული და საცალო დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი, შესაბამისად, 63,4% და 82,2%-ია.