Apple-მა ახალი სმარტფონი iPhone SE წარმოადგინა

0
80
Apple-მა ახალი სმარტფონი iPhone SE წარმოადგინა

Apple-მა წარმოადგინა ახალი სმარტფონი iPhone SE, რომლის ეკრანის დიაგონალი 4 დიუმია.

მოდელი, რომლის სახელწოდება იშიფრება, როგორც Special Edition (“სპეციალური ვერსია”), ყველაზე კომპაქტური მოდელი გახდა კომპანიისთვის 2013 წლიდან. აქამდე, 4-დიუმიანი ეკრანი iPhone 5S-ს ჰქონდა.

iPhone SE-ს iPhone 5S-ის დიზაინი აქვს და iPhone 6S-ის მახასიათებლები. მოსალოდნელია, რომ ახალი სმარტფონის ფასები $400-დან დაიწყება.

iphone se