დოლარი/ლარის ახალი თანაფარდობა – სავალუტო რეზერვები $5 მლნ-ით გაიზარდა

0
41
დოლარი/ლარის ახალი თანაფარდობა – სავალუტო რეზერვები $5 მლნ-ით გაიზარდა

წელიწადნახევრიანი შეკავების შემდეგ სებ-ს სავალუტო რეზერვები ს შევსების საშუალება პირველად მიეცა, $5 მილიონით.

ეროვნულმა ბანკმა 17 მარტს,  ბაზრიდან  ამოიღო უცხოური ვალუტა, რომლის სიჭარბე 20-თვიან პერიოდში პირველად დაფიქსირდა და ექსპერტების შეფასებით,  ბაზართან შეუსაბამო პროცესების, ლარის ზედმეტად გამყარების საფრთხე შექმნა.

ანალიზისთვის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს აღარ შევეხმიანეთ, რადგან საპასუხო 2 ვერსია ცნობილია  და უცვლელი, ორივე  სებ-ის  პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის წასვლას უკავშირდება, დამთხვევა ან გადაცემის მექანიზმი.

$/₾ თანაფარდობის ასე უცბად შეცვლას,  სიჭარბეს გაგანია დეფიტისას, ვერც სებ-ის და  ვერც მის გარეთ მომუშავე ანალიტიკოსები ხსნიან.  აცხადებენ, რომ ეს  ბაზრის ისეთივე აუხსნელი თავისებურებაა, როგორც ერთი ნახტომით ლარის  ბოლო გამყარება.

რიგითი მოქალაქისთვის, რომელსაც საბოლოოდ ყველაფერი ბრალდება მაინც გაუგებარი რჩება მოკლევადიანი რყევები რატომ ახასიათებს კურსს და რატომ უნდა ეიმედებოდეს ლარი გრძელვადიან პერსპექტივაში.

სებ-ის ანალიტიკოსები ლარის არაბუნებრივად გამყარების რისკს სწორედ იმ მოქალაქეებს აბრალებენ, რომლებმაც $100-100 და 50-50 აშშ დოლარის კონვერტირებით არასათანადო მოლოდინები შექმნეს და სხვებიც აიყოლიეს. ვერ გაითავისეს, რომ რა ვალუტაშიც იღებენ ხელფასს იმ ვალუტაში უნდა დაზოგონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნეგატივს გრძელვადიან პერიოდში იწვნევენ.

17 მარტი – სავალუტო აუქციონზე შესყიდვის ინტერვენცია,  20-თვინ პერიოდში გამონათებად დარჩება თუ ნათელი დღეები მოკლევადიან პერსპექტივაშიც  გველის უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

2016 წლის 17 მარტს გამართულ აუქციონზე სებ-მა 5 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3230  შეადგინა.

მანამდე სებ-მა დოლარი ( $20 000), ბოლოს, 26 აგვისტოს შეისყიდა და მას შემდეგ სულ ყიდდა. 2015 წელს, ლარის მხარდასაჭერად გახარჯულმა რეზერვებმა $287 მლნ-ს  გადააჭარბა.

bpi.ge